თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გადაუვადა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ექსპრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
დღევანდელ დასკვნით სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. გამოთქვა სურვილი, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაესწრებოდა. თუმცა, კლინიკა “ვივა მედის” სამედიცინო პერსონალმა ექსპრეზიდენტის ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. რის გამო მიხეილ სააკაშვილი სხდომას ვერ დაესწრება.