მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სურს, სასამართლო სხდომას ესწრებოდეს.
„მოვუწოდებ De Facto ხელისუფლებას, ჩემს საქმესთან დაკავშირებული „სასამართლოს“ განაჩენის გამოცხადება გადაიტანონ ჩემი ავადმყოფობის გამო, რასაც დაგიდასტურებენ ჩემი მკურნალი ექიმები. ვინაიდან მაქვს სურვილი, ვესწრებოდე აღნიშნულ სხდომას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.