ვულოცავ მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოცობუტს სახაროვის პრემიის მიღებას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება.
„მზია ამაღლობელი არის მშვიდობიანი წინააღმდეგობის სიმბოლო. ეს ჯილდო არის მთელი საქართველოს გამარჯვება“, – წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარდგინებით, მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია გადაეცა.