ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

მიხეილ სააკაშვილი: ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას, მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა

მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების, ჩემი რეპუტაციის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, წინ არის საქართველოს გადარჩენის და დიდი აღმშენებლობის პერიოდი.

„ნუ დაველოდებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის გადაწყვეტილებებს. მე, რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მე შემიძლია ამ ყველაფრის – საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების გამო, ჩემი რეპუტაციის გამო, რადგან რეგიონის თითქმის ყველა ლიდერთან ვარ ძალიან ახლო ურთიერთობაში და ვისთანაც არ ვარ, მაგალითად, ფაშინიანიც, იმეორებს რეფორმებს, რომლებიც ჩვენ გავატარეთ თავის დროზე და ჩვენს ანტიკორუფციულ რეფორმებს. მე ვგრძნობ, რომ ეს შემიძლია, მაგრამ ეს შემიძლია მხოლოდ ქართველ ხალხთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად. მე ვიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძალა ერთობაშია და ცალკე ადამიანი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალას ვახმარ იმას, რომ ამ მიმართულებით დროზე ავმოძრავდეთ. გაერთიანებული კავკასია უახლოეს პერიოდში, და გაერთიანებული საქართველოც იქნება ამის ღერძი, იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო იყო დიდი მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. შემდეგ მოხდა კონტრრევოლუცია ჩვენი მტრის დახმარებით, ჩვენ ეს სტატუსი დაგვაკარგვინეს, მაგრამ ამას დავიბრუნებთ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, მათ შორის უკრაინელების მეშვეობით, სადაც მე მაქვს ძალიან დიდი პოლიტიკური წონა, როგორც იცით – დღემდე ვარ პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – ასევე ევროპელების და ამერიკელების მეშვეობით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, რუსეთთან გამკაცრდება სავიზო რეჟიმი და ქონებრივი ურთიერთობები.

„მოდის ისეთი საქართველოს შექმნის პერიოდი, რომელიც არასდროს არ გვინახავს ჩვენ ისტორიაში. ჩვენ გადავაჭარბებთ იმასაც, რაც იყო აღმაშენებლის და თამარის დროს, რადგან ახალი სიტუაციაა, ახალი გარემოებებია, ახალი გლობალიზირებული სამყაროა, სადაც ჩვენი თვითმყოფადობა შენარჩუნებული იქნება. ჩვენ აქ კოლონიურ უბედურებას მოვიშორებთ. მაგალითად, დღეს ბათუმში ქართული ლაპარაკი თითქმის აღარ ისმის. ყველაფერი არის რუსულად. როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, სავიზო რეჟიმი რუსეთთან გამკაცრდება, ქონებრივი ურთიერთობები რუსეთთან გამკაცრდება. არ ვაპირებთ, საქართველო დაიცალოს ქართველებისგან და მათ მაგივრად ჩამოსახლდნენ ჩუქჩები, მორდაველები, ბაშკირები, თათრები ან მოსკოველები და პეტერბურგელები. ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩვენ ვართ უმრავლესობა-ვერაფერი გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის დემონსტრირება – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

უნდა შევქმნათ ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ , ამის შესახებ "კოალიცია ცვილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 25 ივნისით თარიღდება.მისი თქმით, პოლიტიკა დღეს სწორედ ეს არის და სხვა პოლიტიკა არ არსებობს.ჯაფარიძის თქმით, როცა რეჟიმში "ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება".ამასთან, ის თვლის, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში- "როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია".ჯაფარიძე ვრცელ წერილში საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზე, დაკავებულ ოპოზიციონერ კოლეგებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის აუცილებლობაზე.“ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოც.ქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ:ეს გლოვა, “ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს” ,უნდა დასრულდეს.არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება.ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი.ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა, თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით - იყო შეცდომა.ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა - იყო მართალი თავიდანვე.ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც ცდებოდა, გასარიყია.ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური.ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა.ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი “ნაცებთან ერთად” არ დგებოდა და ზოგი “ქოცებთან”.აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო?აი, აქ გვ.......დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.ნუ შვრებით მაგას.არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან.არც ისეთი “ცუდები” აღმოჩდნენ ეს პოლიტიკოსები, კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს “იმათთან შეკრულია” , უნდა დასრულდეს.არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა.არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ.ბოლო შეხვედრებზე აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: “დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ”, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები.ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს.ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა.ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ.ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით.ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა.სხვანაირად ვერ მოვიგებთ.და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც.საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად.ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა.მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.ერთობის ამბავს დავუბრუნდები.70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ “პაგონებს” ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას?აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არასებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება.რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ:ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც დიპსტეიტთან ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა!მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს.ყველა გორბის კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი - იგივეა.არჩევნების გაყალბება - იგივეა.რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს.ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით.ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს.არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ.ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის.გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია - დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა...., ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.თუ ამას არ შვები, მონა ხარ", - წერს ჯაფარიძე.

„დავლიოთ თუ არა იოდი…“ – არჩილ მარშანია მოსახლეობას მიმართავს

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს:„ირანში ბირთვული ობიექტები დაიბომბა. ამიტომ, ყველაზე ხშირად ორი შეკითხვა ისმის: ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დაბომბვის გამო, არსებობს თუ არა რადიაციის საფრთხე და დავლიოთ თუ არა იოდი.პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს. არაფერი ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ და არა, არანაირი იოდი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთვის რადიაციული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ირანში ეს ბირთვული ობიექტები რეაქტორები არ არის, როგორიც მაგალითად, ჩერნობილში იყო. მათი უმეტესობა ურანის გამამდიდრებელი ობიექტებია და არა რეაქტორები. რადიოაქტიური იოდი კი მუშა რეაქტორში წარმოიქმნება.შესაბამისად, არც იმ ტიპის დაზიანება და საფრთხეა ჩვენთვის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება, ვიფიქროთ. ახლა ჩვენთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და დიდი ალბათობით, არც მომავალში იარსებებს. თუ რაიმე მოხდება და ჩვენთვისაც საფრთხე აღმოჩნდება, რაც არა მგონია, რომ ასე იყოს, ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე გაცხადდება. ამიტომ, ჯობს, მშვიდად ვიყოთ და უაზრო პანიკას არ ავყვეთ. თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, მხოლოდ სანდო და ოფიციალური სააგენტოს ინფორმაცია წაიკითხეთ და არა ცალკეული სტატიები.“-ამბობს ექიმი.

სროლა ბათუმში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო.დაჭრილია ერთი ადამიანი.ამ წუთებში, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კენიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა

კენიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა. „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადადგომას ითხოვენ.აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რა დროსაც დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები და პოლიციელები.გასულ წელს კენიაში მთავრობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

მე ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა დაბრუნდეს,ხვალ, შეიძლება გიორგი გახარია ბაჩიაშვილივით საიდანმე მოიპარონ, ჩამოიყვანონ, გვითხრან, მწვანე დერეფანში სეირნობდაო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ-თინა ხიდაშელი

ხიდაშელმა ასევე ისაუბრა პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება და თქვა, რომ ის საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს.“ხვალ, შეიძლება გიორგი გახარია ბაჩიაშვილივით საიდანმე მოიპარონ, ჩამოიყვანონ, გვითხრან, მწვანე დერეფანში სეირნობდაო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მე ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა დაბრუნდეს. სრულად ცალსახაა, გახარია არის ბიძინას მიერ დანახული მთავარი მტერი. თუ ვინმეს გამწარება უნდა დღეს ბიძინას, ეს არის გიორგი გახარია. ამას თავისი მიზეზი აქვს - დღევანდელ ქართულ ოპოზიციაში მყოფთა შორის, გიორგი გახარია არის ერთადერთი, რომლის მიმართაც ბიძინას აქვს განცდა, რომ მან გააჩინა ის პოლიტიკურად და რომ ვალში უნდა იყოს გახარია მასთან თავიდან ბოლომდე, ამიტომ ასეთ რაღაცებს არ პატიობს. თუ ვინმე არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე (რუსულ ციხეებში რაც ემართებოდათ პუტინისგან, ისეთი საფრთხის წინაშე), ეს არის გიორგი გახარია”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ბოლო სიახლეები