ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილის თქმით, ეს ორივე ივანიშვილის თამაშია.
„ის, ვინც ამბობს, რომ დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, როგორც არაერთხელ გაუკეთებიათ უახლოეს წარსულში. ორივე ივანიშვილის თამაშია“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა: „დილით არჩევნებზე, საღამოს რუსთაველზე, ეს არის მნიშვნელოვანი ერთობის გზავნილი საზოგადოებისთვის“.