სამშაბათი, თებერვალი 24, 2026

მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოჰყავდა საქართველოში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად – ლაშა ფარულავა

პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყო ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმდა.

“მიხეილ სააკაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აფორმებდა სტრატეგიულ პარტნიორობას, როდესაც დონალდ ტრამპი ჩამოჰყავდა საქართველოში კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა ის, რომ ამერიკელი მასწავლებლები საშუალო სკოლებში ინგლისურ ენას ასწავლიდნენ.

ფაქტია, “ნაციონალური მოძრაობის” დროს, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკულ გამოცემა “ჰილში” მოსაზრება გამოაქვეყნა სახელწოდებით –  “ტრამპი ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე შტატების ინტერესებისთვის.

მმართველ გუნდში დღეს სააკაშვილს და მათ ოპონენტებს ის განცხადებები გაახსენეს, როდესაც ტრამპს აკრიტიკებდნენ, მის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდნენ და ბაიდენს მხარს უჭერდნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი მედვედევი – რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ

რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.დიმიტრი მედვედევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს“, - წერს მედვედევი სოციალურ ქსელში.მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს „საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან“.„ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, - აცხადებს მედვედევი.

კახა კალაძე – ბევრჯერ მოგვისმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს, ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის იქნება გათვალისწინებული ქვეყნის ინტერესი

ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გარე ძალებს და გარე აქტორებს სხვადასხვა ინტერესი აქვთ, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას მიერ ბრიუსელში გაკეთებული  განცხადების შეფასებისას.კახა კალაძის თქმით, საქართველოს ბევრჯერ მოუსმენია პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო უკრაინას ომში უნდა შეეხიდოს.„ძალიან ბევრჯერ მოვისმინეთ თუნდაც პირდაპირი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ომობს და საქართველო უნდა შეეხიდოს, გაიხსნას ქვეყანაში მეორე ფრონტი. მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საკუთარი სამშობლო და საკუთარი ხალხი. დღეს რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და არჩევანია. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, ძალიან დიდი ვალდებულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ საქართველოს და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. გარე ძალებს და გარე აქტორებს აქვთ სხვადასხვა ინტერესი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენი მტკიცე პოლიტიკით ყოველთვის გათვალისწინებული იქნება საქართველოს ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა, რომ „უკრაინელები ჩვენთვის დროს იგებენ და უნდა გვესმოდეს, რომ, მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას“.

„მე, ოჯახი, სახელმწიფო“ -2100 სტუდენტის მონაწილეობით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

,,ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ახალგაზრდული პროექტის “მე, ოჯახი, სახელმწიფო” პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ავტორმა, “ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განვლილი ოთხი თვე შეაჯამა. პროექტში ჩაერთო 23 უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი, ახალგაზრდული ცენტრი და რამდენიმე დიასპორული ორგანიზაცია. საჯარო შეხვედრებს დაესწრო 2100 სტუდენტი, პროექტის ნომინაციებში მონაწილეობა მიიღო 322 სტუდენტმა, ხოლო დაჯილდოვდა 90 ახალგაზრდა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ პროექტში. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ იმდენად დიდი იყო მონაწილეთა ჩართულობა და თხოვნა, რომ პროექტი გაგრძელებულიყო, მიიღეს გადაწყვეტილება რომ ახალგაზრდებს მისცენ საშუალება დაასრულონ ნამუშევრები. ასევე, მეორე ეტაპზე გაიმართება დიდი შეხვედრები ახალგაზრდულ რეგიონალურ ცენტრებში და დიასპორულ ორგანიზაციებში. ხოლო საბოლოო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს. დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრსობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ქარსელაძე, საქართველოს საპატრუარქოს წატმომადგენელი, უნივერსიტებების ხენმძღვანელობა და სტუდენტები. პროექტი ხორციელდებოდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ქალაქ თბილისის მერიის თანადაფინანსებით. პროექტს ახორციელებს საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი''- ინფორმაცია ,,მე ოჯახი და სახელმწიფო'' ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორია ჩვილის მდგომარეობა, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა – ექიმის კომენტარი

22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამ ჩვილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა და მის მოშორებას აპირებდა.საბედნიეროდ, მედიკოსებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ახალშობილსა და დედას დახმარება აღმოუჩინეს.„გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც...“,- ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.

ლევან ვეფხვაძე: არის სპეციალობები, სადაც არის დეფიციტი. მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას

მთავრობისგან არის დაპირება, რომ უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრის, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.„ვნახეთ, რომ არის სპეციალობები, სადაც არის სიჭარბე, სადაც არის დეფიციტი. ამ დეფიციტთან დაკავშირებით ბიზნესასოციაციის ფორმატში ბევრჯერ გვითქვამს, რომ არის ტექნიკური, აგრარული მიმართულებები და ა.შ., სადაც სერიოზული პრობლემა აქვთ კომპანიებს, რომ თავიანთი ბიზნესაქტივობა განავითარონ. ამ შემთხვევაში მთავრობისგან არის დაპირება, რომ ამ დეფიციტს აღმოფხვრის და უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარს შორის შესაბამისობას“, - აღნიშნა მან.

ბოლო სიახლეები