მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო. სხდომა 11:00 საათზე ჩაინიშნა.
სხდომაზე ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე დისტანციურად განხორციელდეს. ამ მიზეზის და ასევე იმის გამო, რომ მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრება და დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რის გამოც საქმის მასალების გასაცნობად დრო სჭირდება, სხდომა გადაიდო.
პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.