ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას განმარტებით, მიხეილ ბატიაშვილმა გადადგომის თხოვნით მას თავად მიმართა.

“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენ ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა სამ მიმართულებას, მათ შორის განათლებას, რომელიც ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა, მეტ ყურადღებას დაუთმობს.

„ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ და განსაკუთრებით განათლების სისტემური რეფორმა, რომელიც მოითხოვს სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების სამინისტროს დღეს ხელმძღვანელობს, გააგრძელებს ამ მიმართულებით ეფექტიან შრომას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქირურგიული ოპერაციების დროს მუსიკა სტრესს ამცირებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს – ინდოელი მეცნიერების დასკვნა

ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ქირურგიული ოპერაციების დროს გამოყენებული ანესთეზიური საშუალებების რაოდენობის შემცირებას და შემდგომი გამოჯანმრთელების დაჩქარებას უწყობს ხელს.კვლევა ლოკ ნაიაკის საავადმყოფოსა და მაულან აზადის სამედიცინო კოლეჯის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ პაციენტები, რომლებიც ლაპაროსკოპიული ოპერაციების დროს სპეციალურად შერჩეულ მუსიკას უსმენდნენ, ანესთეტიკების ნაკლებ დოზებს საჭიროებდნენ. ამასთან, ამ პაციენტებს უფიქსირდებოდათ გულის რითმისა და წნევის სტაბილიზებული მაჩვენებლები და სტრესის შემცირებული დონე.კვლევის ხელმძღვანელის, ტანვი გოელის განცხადებით, მუსიკა ქირურგიული პროცესის დროს ფონის როლს ასრულებს, მაგრამ ფაქტობრივად თერაპევტულ პროცესშია ინტეგრირებული. ნარკოზის მდგომარეობაშიც კი, ხმოვან სტიმულებს ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება შეუძლიათ - ისინი ამცირებენ ორგანიზმის ნეიროენდოკრინულ რეაქციას ქიმიურ სტრესზე და ხელს უწყობენ უფრო რბილ გამოღვიძებასა და ოპერაციის შემდეგ უფრო სწრაფ აღდგენას.მომავალში მეცნიერები ნარკოზის დროს ტვინის აქტივობაზე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრისა და რითმის ნაწარმოების ზემოქმედების შესწავლას გეგმავენ.

დონალდ ტრამპი – მოუთმენლად ველოდები ზელენსკისა და პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება

თავდაპირველი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო შემუშავებული, ორივე მხარის დამატებითი წვლილის შეტანით დაიხვეწა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე შეუთანხმებელი პუნქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი truth social-ზე წერს.მისი თქმით, მოუთმენლად ელოდება რუს და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრას, თუმცა „ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ფაზაში იქნება“. იქამდე კი, ტრამპის თქმით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად – სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს, უკრაინელებთან შესახვედრად კი არმიის მდივანს, დენ დრისკოლს გაგზავნის.„ამ სამშვიდობო გეგმისთვის საბოლოო სახის მისაცემად ჩემს სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს დავავალე შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან მოსკოვში და, ამავდროულად, არმიის მდივანი დენ დრისკოლი შეხვდება უკრაინელებს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან მალე შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება საბოლოო ან დასკვნით ეტაპზე იქნება“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისმა გუნდმა გასული კვირის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების კუთხით უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.„გასული კვირის განმავლობაში ჩემმა გუნდმა უზარმაზარ პროგრესს მიაღწია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით (ომის, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი!). გასულ თვეში 25 000 ჯარისკაცი დაიღუპა,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის გადაწყვეტა უნდა უზრუნველყოფდეს გრძელვადიან უსაფრთხოებას, შეესაბამებოდეს გაერო-ს პრინციპებს და ინარჩუნებდეს უკრაინის სუვერენიტეტს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომის დასრულების ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები „ძალით არ უნდა შეიცვალოს.“„მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მიერ ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, ინარჩუნებდეს მის სუვერენიტეტს, შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას.“შეხვედრაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერები თანათავმჯდომარეობდნენ და რომელსაც მსოფლიო ლიდერები,  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მშვიდობას მხარი „უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიებით“ უნდა დაუჭირონ.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით, კოალიციის ლიდერები მარკო რუბიოსთან შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა. ამასთან, კოალიცია მიესალმება გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატო-ს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით. ასევე ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების გამოყენება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.

გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს, რომელიც 26 ნოემბრით თარიღდება.„26 ნოემბერი 2025 წლის., ახალი წინასწარმეტყველება. დიდი გლოვისთვის გვამზადებს მამა ზეციერი. 2 ბუმბერაზი ადამიანის გარდაცვალება! ხოლო ერთ-ერთი მათგანი ( მას ყველა იცნობს) (მძიმე ზარები ეკლესიებზე)!!! ამ თემას შევეხე რამოდენიმე ხნის წინაც! იგლოვებს ერი და ბერი !!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი აქ და ახლა!!!“, - წერს გოგა მანია სოციალურ ქსელში. 

სოკო, რომელსაც პლასტმასის დაშლა შეუძლია

ჩინეთიდან და კენიიდან მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ობის სოკო Aspergillus tubingensis-ს პლასტმასის დაშლის უნარი აქვს. კვლევის შედეგები Inhabitat-მა გამოაქვეყნა.პლასტმასის გადამუშავების არცერთი არსებული მეთოდი არ იყო ოპტიმალური. „ჩვენ გვინდოდა ბუნებაში გამოსავლის პოვნა. თუმცა, პლასტმასის დაშლის უნარის მქონე მიკროორგანიზმების პოვნა ადვილი არ იყო“, - თქვა მეცნიერმა.მკვლევრებმა პაკისტანის ქალაქ ისლამაბადში ნაგავსაყრელიდან ნიმუშები შეაგროვეს, რათა დაედგინათ, იკვებებიან თუ არა ცოცხალი არსებები პლასტმასით ისე, როგორც სხვა ორგანიზმები იკვებებიან მცენარეული და ცხოველური მასალებით. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ სოკო Aspergillus tubingensis-ს შეუძლია პლასტმასის ზედაპირებზე ზრდა და გამოყოფს ფერმენტებს, რომლებიც ანადგურებენ პოლიმერებში ქიმიურ ბმებს. ამისათვის ის იყენებს თავის მიცელიუმს - ვეგეტატიურ სხეულს, რომელიც შედგება თხელი, განშტოებული, ძაფისებრი სტრუქტურებისგან (განკუთვნილია უსქესო გამრავლებისთვის, კვებისა და ზრდისთვის).

ბოლო სიახლეები