მიწისა და ლექსის კაცი – ტარიელ ხარხელაური 77 წლის გახდა
დაბადების ადგილი: სოფელი სიმონიანთხევი, თიანეთის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან. თავდაპირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარა კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე. პირველად მისი ლექსები დაიბეჭდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალში “პირველი სხივი”. პირველი კრებული 2004 წელს გამოვიდა. მას თანამედროვენი ვაჟა ფშაველასთან აიგივებენ. ტარიელ ხარხელაურის ლექსებზე შექმნილია სიმღერები. 2020 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიამ დააჯილდოვა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით. ტკივილითა და პატრიოტული სულისკვეთები აღსავსე პოეტი.
ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს – ეს სიტყვები არაერთხელ გაისმა ტარიელ ხარხელაურის მისამართით.