ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

მთელი წელი, რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 – ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო – რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, – წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნახევარი მედია დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, სანამ „ქოცებმა“ ახალი კანონები მიიღეს, მანამდე მოასწრონ დახმარება და მათთვის ფულის მიცემა.

„European Union in Georgia

მთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო – რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედია და სულს ვღაფავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს ქოცებმა ახალი კანონები, რომლითაც მაგასაც აგიკრძალავენ, ქენით რამე დროზე – ფული ხო მაინც გაქვთ რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე თუ აპირებთ თორემ უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება. ვახ“, – წერს მიშა მშვილდაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

VIDEO: ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე – ირაკლი ქადაგიშვილი

„ოპოზიციის დაპირისპირების ფრონტი არის, ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა, მოლარის ბოიკოტი, ხანძრის გაჩენა, ეკონომიკის ჩამოქცევა, ანუ ეს არის გირლიანდი, რომელსაც აწყობს დღეს ოპოზიცია...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ, ოპოზიცია გვყავს პოლიტიკური შინაარსისგან დაცლილი, ისინი მთლიანად გადასული არიან ნულოვან თამაშზე, რომ ხელისუფლება ნებისმიერი გზით უნდა დაამხონ. ამ შემთხვევაში, ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერზე შეიძლება სპეკულირება, რაც კი საზოგადოებაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. ანუ მათი დაპირისპირების ფრონტი არის ადამიანის ტრაგედია, სტიქიური უბედურება, ნაგავის არ გატანა...“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.  

ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა – გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული – თემურ მღებრიშვილი

საბედნიეროდ გურიაში ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ეს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. საბედნიეროდ გურიაში ამ დროისთვის, ერთი უბედური შემთხვევაა დაფიქსირებული. იყო გარდაცვალების სხვა ფაქტები, მაგრამ ეს სტიქიური მოვლენებით არ იყო გამოწვეული“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ტრამპი: უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატოში გაწევრიანება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.„შეგიძლიათ დაივიწყოთ. ალბათ ეს არის მიზეზი იმისა, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.მან დასძინა, რომ მას ძალიან კარგი საუბრები ჰქონდა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან.„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რომ ორივე მხარისთვის საუკეთესო გარიგება მივიღოთ“, - დასძინა მან.

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ის იძულებული იქნება, დათმობებზე წავიდეს. და ვფიქრობ, მჯერა, რომ ჩვენი არჩევის შედეგად ეს ომი დასრულდება. და ასევე მჯერა, რომ თუ ეს ადმინისტრაცია არ მოიგებდა არჩევნებს დიდი უპირატესობით, ეს ომი გაგრძელდებოდა დიდხანს, და პუტინს მოუნდებოდა ყველაფრის წაღება“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, მოუწევს თუ არა პუტინს დათმობებზე წასვლა უკრაინაში ომის დასასრულებლად.ხოლო, ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის დათმობებზე მოუწევს რუსეთის პრეზიდენტს წასვლა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია.„არ მინდა, ახლა გითხრათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.„მგზავრთა საყურადღებოდ!ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები