„ლიონის“ გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მარტის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
გამოკითხვაში ქართველი ფეხბურთელის კონკურენტი რაიან ჩერკი იყო, მაგრამ მიქაუტაძემ დიდი უპირატესობით აჯობა – მას მხარი გულშემატკივართა 59%-მა დაუჭირა, მეორე ადგილზე გასულმა ჩერკიმ 22% მიიღო, მეკარე ლუკას პერიმ – 12%, ხოლო მალიკ ფოფანამ – 7%.
მარტში მიქაუტაძემ გამორჩეული მატჩები ჩაატარა – 24 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ისა და ევროპა ლიგის მატჩებში 4 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამას გარდა, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებშიც გამორჩეული იყო – ერთა ლიგაზე სომხეთთან პლეი ოფის ორ შეხვედრაში მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.