შაბათი, ივნისი 28, 2025

მიქაელ აჯაპაჰიანი აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობას სურს შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება

ამჟამინდელი მთავრობა ბოროტი მთავრობაა, რომლისგანაც არ შეიძლება იყოს სიკეთის მოლოდინი, ეს ხალხი უარესობისკენ არის მიდრეკილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას შირაკის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა მიქაელ აჯაპაჰიანმა განაცხადა.

სომხეთის ეკლესიის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის მთავრობის ამოცანა ეკლესიის საჯაროდ დამცირებაა.

„მე პატრიოტი ვარ. ჩემთვის სამშობლო და სახელმწიფოებრიობა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იმ ცელქი ლეკვებისთვის, რომლებიც შეურაცხყოფას მაყენებენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ქვეყანას და სახელმწიფოს ემსახურებოდა. მთელი ცხოვრება მხოლოდ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ ვმუშაობდი. იმდენი წლის ვარ, რომ სიბერით უნდა დავტკბე, მაგრამ ეს არარაობები ქვეყნისთვის „საფრთხეს“ მიწოდებენ. მე წარმოვადგენ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის? საფრთხე მთავრობაშია! ვთქვი, რომ ისინი ბოროტება არიან და უსაფრთხოების სამსახურს ეს ბოროტება უნდა აღმოეფხვრა. თუ არ შეასრულეს, მაშინ ნუ შეასრულებენ, მაგრამ ქვეყანა განადგურებისკენ მიექანება და ეს ჩემი ბრალი არ იქნება. ახლა მათ სურთ თქვან, რომ თითქოს მე მოქალაქეების უკან ვიმალები, ამიტომ გუშინ მოსულიყვნენ და წავეყვანე, როდესაც ირგვლივ არავინ იყო. მაგრამ არა, მათი მიზანი სხვა იყო – შოუს მოწყობა და ეკლესიის საჯაროდ დამცირება“, – განაცხადა მიქაელ აჯაპაჰიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საკათედრო ტაძართან ვითარება დილიდან დაიძაბა. ადგილზე მივიდნენ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც არქიეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის დაკავებას შეეცადნენ. ადგილზე მცირე დაპირსპირება მოხდა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის. მიქაელ აჯაპაჰიანს ბრალად ედება ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, მოხდეს რაღაც, რაც ამ ომს მოაგვარებს“ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში, შესაძლოა, რაღაც მოხდეს, რაც მას „მოაგვარებს”. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.„ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. პრეზიდენტმა პუტინმა დამირეკა და მითხრა: „მე მინდა, დაგეხმარო ირანის საკითხში“. მე ვუთხარი: „გამიწიე ანგარიში, ირანს მე მოვაგვარებ და დამეხმარე რუსეთის საკითხში. ეს უნდა მოვაგვაროთ“. ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება“, – თქვა ტრამპმა.

🚨 გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენად -გთხოვთ გაავრცელეთ

გავერთიანდეთ ნათიას გადასარჩენადძვირფასო მეგობრებო,ნათია ლომსაძეს დაუდგინდა სიმსივნე - საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია. ის გადის ქიმიოთერაპიის კურსს თურქეთში, რომელიც მისი გადარჩენის შანსია, მაგრამ მკურნალობა უკიდურესად ძვირადღირებულია.მის ოჯახს აღარ გააჩნია საკმარისი თანხა. ახლა ყველა თქვენი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია – თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ნათიას ბედი.გთხოვთ, ვისაც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, დაეხმარეთ. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე:#GE17BG0000000160856574#GE05TB7742945068100028მიმღები: ირმა ლომსაძეგთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი.თქვენი დახმარება ნიშნავს , ნათიასთვის სიცოცხლის შანსს.გმადლობთ მხარდაჭერისა და სითბოსთვის.

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ის მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.„ჩვენ მზად ვართ, მსგავსი შეხვედრა სტამბოლში გავმართოთ“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, დელეგაციების ხელმძღვანელები შეხვედრის შესაძლო თარიღზე მსჯელობენ.პუტინმა ასევე ისაუბრა დასავლეთთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს რუსეთის ეკონომიკის „დამარხვას.”„რა ხდება დასავლეთის ქვეყნებში? ისინი მუდმივად გვმარხავენ. მალე, თავად ამოხდებათ სული იქ“, – თქვა პუტინმა.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა ყველას აგრესიულ თეზისად 2022 წლის „სპეციალური სამხედრო ოპერაცია” მოყავს, მაგრამ როგორ მივიდნენ აქამდე, ამაზე არავინ საუბრობს. პუტინის თქმით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთი მოატყუეს, თითქოს „ნატო“ არ გაფართოვდებოდა აღმოსავლეთით.„ჩვენ არავინ გვისმენდა. ისინი ამ მიმართულებით მოძრაობდნენ. განა ეს აგრესიული ქცევა არ არის? ეს არის აგრესიული ქცევა, რომელზეც დასავლეთს ყურადღების მიქცევა არ სურს“, – თქვა პუტინმა.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტრამპთან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ნებისმიერ დროს მზად არის, კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტთანაც.„მე ყოველთვის ღია ვარ კონტაქტებისთვის, შეხვედრებისთვის. ვიცი, რომ ბატონი ტრამპიც საუბრობდა შეხვედრების შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ის, მეც ვთვლი, რომ ასეთი შეხვედრები უნდა მომზადდეს,“ – თქვა პუტინმა.ტრამპზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას პატივს სცემს. პუტინის თქმით, დონალდ ტრამპმა ძალიან რთული და საშიში გზა გაიარა ხელისუფლებაში დაბრუნებისას.

მიხეილ სააკაშვილი – მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავადაც ხელს უწვდის ალეკო ელისაშვილს.„მეც ხელს ვუწვდი ალეკო ელისაშვილს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.ფეისბუქპოსტში მიხეილ სააკაშვილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას აზიარებს, რომელშიც ელისაშვილი ამბობს, რომ სურს, ხელი გაუწოდოს მიხეილ სააკაშვილს.„მინდა, ხელი გავუწოდო სააკაშვილს. ფაქტია, მასზე არასდროს კარგი არ მითქვამს, მაგრამ შევხედოთ ასე: სააკაშვილი არის ძალიან დიდი ტიპი, ისტორიული ტიპი საქართველოში. რამდენიმე კარგს ვიტყვი, მარტო ცუდს არ ვფიქრობ მასზე. ცუდსაც ვიტყვი და წინაპირობა მაქვს ერთი, რომ ხელი ჩამოვართვათ შერიგებისა, სააკაშვილამდე არ მიმიშვებენ, მაგრამ აქედან ვუწვდი ხელს – სააკაშვილი იყო ტიპი, რომელმაც ჭაობიდან ამოიყვანა ეს ქვეყანა და ქვეყანა კორუფციისგან გაწმინდა. ეს არის ფაქტი. გაატარა ისეთი ეფექტური რეფორმები, რომ მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ფაქტია, რომ პოლიცია პოლიციას დაემსგავსა, საბაჟო საბაჟოს დაემსგავსა… დიდი რეფორმები გაატარა, დიდი ისტორიული ნაბიჯები გადავდგით და წუმპიდან ამოვედით. ეს არის ფაქტი. მეორე ამბავი, რაც მე მომწონს – ომი არ დაუწყია სააკაშვილს, ომი არ დაუწყია საქართველოს. ცხინვალიც, ჯავაც, ზნაურიც და როკის გვირაბიც არის საქართველოს ტერიტორია. მე ვაკრიტიკებდი სააკაშვილს უთავბოლობის გამო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი ვაშაძე – ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას, რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები

ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა, ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას. რეჟიმს აღარ ჰყოფნის ადამიანობა, რომ მშობელთან საბოლოო განშორებისთვის გაუშვას უდანაშაულო ახალგაზრდები, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი.„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.თუმცა დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია. მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას“, – ნათქვამია ვაშაძის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ბოლო სიახლეები