„მის სამყარო 2019“-ის სილამაზის კონკურსი სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა, ზოზიბინი ტუნზიმ მოიგო. ინფორმაციას ამის შესახებ კონკურსის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
ბრილიანტის გვირგვინის მოსაპოვებლად 90 მონაწილე იბრძოდა, საბოლოო პრიზი კი 36 წლის სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელმა მოიპოვა. როგორც საინფორმაციო სააგენტოების წერენ, ჟიურიზე ყველაზე დიდი გავლენა გამარჯვებულის პასუხმა მოახდინა, იმის შესახებ თუ რატომ უნდა გაიმარჯვოს სწორედ მან.
“მე გავიზარდე სამყაროში, სადაც ჩემი კანისა და თმის ფერით ქალი არასდროს ითვლებოდა ლამაზად. ვფიქრობ მოვიდა დრო, ეს შეწყდეს. მინდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც შემომხედავენ თავისი გამოსახულება დაინახონ.” – ამბობს გამარჯვებული.
დაჯილდოების ცერემონია აშშ-ში, ატლანტაში გაიმართა. კონკურსზე საქართველოს სახელით თაკო ადამია მონაწილეობდა, რომელიც “ვიცე მის საქართველო 2018” არის.
მეორე ადგილზე პუერტო-რიკოს წარმომადგენელი, 24 წლის მედისონ ანდერსონი, მესამეზე კი 25 წლის მექსიკელი, სოფია არაგონი გავიდა.