აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იხუმრა, რომ ახალი პაპი თავად სურს, იყოს.
ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მისი აზრით, ვინ უნდა გახდეს, ახალი რომის პაპი.
„პაპად? მე მინდა, ვიყო პაპი. ეს იქნებოდა ჩემი ნომერ პირველი არჩევანი“, – აღნიშნა ხუმრობით ტრამპმა კითხვის საპასუხოდ.
როგორც ტრამპმა განაცხადა, მას არ ჰყავს კონკრეტული რჩეული, თუმცა აღნიშნა, რომ კარგი კანდიდატი, შესაძლოა, ნიუ იორკის არქიეპისკოპოსი ტიმოთი დოლანი იყოს.
ცნობისთვის, მომავალ კვირას კარდინალები საიდუმლო კონკლავზე შეიკრიბებიან, რათა აირჩიონ კათოლიკური ეკლესიის ახალი მეთაური პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ.