პარასკევი, თებერვალი 7, 2025

მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შექმნა, ამიტომ ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვსაუბრობდით გაერთიანების აუცილებლობაზე, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გიორგი ვაშაძის მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია და იმედოვნებს, რომ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო და ქვეყნის ევროპული მომავალი.

„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვაჟღერებდით გაერთიანების აუცილებლობას, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, რადგან დღეს საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების და ევროპული მომავლის მტერი არის რუსეთი, რომელიც ივანიშვილის ხელით ებრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შემქნა, ამიტომ ამ მოწოდებაში თავისთავად ახალი არაფერი არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა,  ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა სიცოცხლე და ქვეყნის ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი – ირაკლი ქადაგიშვილი

"ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ მოსაფიქრებელი დრო" - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გიორგი გახარიას ახლა ორი არჩევანი აქვს, დატოვოს პარლამენტი თუ გააგრძელოს იქ პოლიტიკური საქმიანობა. "ჩვენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, შემოვა თუ არ შემოვა პარლამენტში ოპოზიციის რომელიმე ნაწილი. მათ უკვე ჰქონდათ უკვე დრო მოსაფიქრებელი, მაგრამ მათ არა მარტო თავიანთი თავი, არამედ თავიანთი ამომრჩეველიც უგულებელყვეს. ახლა გახარიას და მის კურატორს აქვთ არჩევანი - დატოვოს გახარიამაც თუ გამოიყენოს საპარლამენტო ველი ამ პოლიტიკური პარტიისათვის. ეს, რა თქმა უნდა, გამოჩნდება ამ უახლოეს პერიოდში, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა იწვევს მწვავე დამოკიდებულებას და დაპირისპირებას ოპოზიციის შიგნით. იმიტომ, რომ იმ პარტიებმაც, რომლებმაც არ მოინდომეს პარლამენტში შემოსვლა და რეგლამენტის მიხედვით მათ გაუუქმდათ მანდატები, მათ შიგნითაც ძალიან დიდი უკმაყოფილება და დაპირისპირება ჰქონდათ. ამის პირველი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წევრმა, კონკრეტულად ქალბატონმა თამარ კორძაიამ დატოვა პოლიტიკა. იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვითარება ამჟამად ძალიან მძიმეა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დიმიტრი პესკოვი – უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინება გვჭირდება

უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მოთმინებაა საჭირო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებასთან დაკავშირებით აშშ-დან ჯერჯერობით არსებითი წინადადებები არ არის. „ამ დროისთვის თემაზე დასამატებელი არაფერი გვაქვს. ბევრი განცხადება და ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც მეორე დღეს უარყოფილია ან იცვლება. არ არსებობს, არც შესაძლებლობა და არც სურვილი გვაქვს, რომ გამოვეხმაუროთ ყველა ასეთ განცხადებას, სანამ რაიმე არსებითი არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, უბრალოდ მოთმინება გვჭირდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას

ჰააგის სასამართლოს უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ, ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლო პასუხისმგებლობას აკისრებს საერთაშორისო დანაშაულებზე. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საერთაშორისო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უზრუნველყოფს და ხმას აწვდენს მსხვერპლს მთელ მსოფლიოში. მას უნდა შეეძლოს, თავისუფლად გააგრძელოს ბრძოლა გლობალური დაუსჯელობის წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვის დაიცავს სამართლიანობასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, – წერს ფონ დერ ლაიენი. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის მოქალაქეებისა და მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ გამოძიებებზე.

გიგი უგულავა ამერიკული „ფარას“ ზუსტადი ანალოგის გადმოტანაზე: არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება

„ქართული ოცნების“ მიღებული ყველა კანონი არის რუსული კანონი. მისი ვერსია, , რომელსაც მიიღებს ქართული ოცნება, ხომ არსებობს ორიგინალი და არსებობს იმისი ასლი, ამიტომ ორიგინალისგან ასლი ყოველთვის განსხვავდება - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ინიციატივას ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით. ცნობისთვის, მმართველი გუნდი ამერიკული „ფარას“ პირდაპირი ასლის მიღებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის ანალოგის ქართულ რეალობაში დანერგვა გააძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს დაამკვიდრებს.

დავით მათიკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის თავისი სახელის დარქმევა, იქნება გამჭვირვალე პროცესი

პარლამენტის საგამოძიებო სტრუქტურა მალე ფუნქციონირებას დაიწყებს, იქნება გამჭვირვალე პროცესი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა. მისი თქმით, საზოგადოების მოთხოვნაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარე პროცესებს თავისი სახელი დაერქვას და დღეს ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. „მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. საზოგადოების მოთხოვნაა, ამ საკითხისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავისი სახელის დარქმევა. სამწუხაროდ ეს დღემდე ვერ განხორციელდა. დღეს არის სუვერენული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, რომ სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

ბოლო სიახლეები