მიანმარის მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ქალაქ მანდალაის მაშველებმა, სტიქიიდან სამი დღის შემდეგ, ორსული ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქალმა ნანგრევების ქვეშ 60 საათი გაატარა. ქალის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება.
მედიის ცნობით, მიანმარში 7.7 ბალიანი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 000-სს უახლოვდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰაერში სიკვდილის სუნი დგას. მაშველების განმარტებით, ნანგრევების ქვეშ ჩარჩენილი ცხედრები სწრაფად იწყებს ხრწნას, რადგან ტემპერატურა დღის საათებში 40 გრადუს ცელსიუსს აღწევს.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზული მოდელირების მიხედვით, მიანმარში დაღუპულთა რიცხვი შეიძლება 10 000 ადამიანს აღემატებოდეს, ხოლო ეკონომიკურმა ზარალმა შეიძლება ქვეყნის წლიურ ეკონომიკურ შემოსავალს გადააჭარბოს.
მიანმარში ძლიერი მიწისძვრა პარასკევს მოხდა. მისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,7 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც შენობების ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.