სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

„მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით საქართველო კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

მსოფლოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციიის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის – ჰერითიჯ ფაუნდეიშენის გამოკვლევით (Index of Economic Freedom 2021) საქართველო „მთავრობის კეთილინდისიერების“ ინდექსით მსოფლიოში 35-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.

ამ ლიდერმა ამერიკულმა THINK TANK-მა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების კეთილსინდისიერება შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით:

• Irregular payments and bribes (უკანონო გადასახდელები და მოსყიდვა)

• Transparency of government policymaking (სამთავრობო პოლიტიკის გამჭვირვალობა)

• Absence of corruption,(კორუფციისგან თავისუფლება)

• Perceptions of corruption, (კორუფციის აღქმა)

• Governmental and civil service transparency.(მმართველობითი და სამოქალაქო მომსახურების გამჭვირვალობა)

კვლევის მეთოდოლოგიაში ხაზგასმით არის გაცხადებული, რომ ინდიკატორი მიზნად ისახავს ისეთი მანკიერი მხარეებისაგან ქვეყნების თავისუფლების ანალიზს, როგორიცაა მოსყიდვა, გამოძალვა, ნეპოტიზმი, ქრონიზმი, პატრონაჟი (კლანური მმართველობა), გაფლანგვა, პირადი გამორჩენა.

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის ეს ინდიკატორი ეფუძნება 4 სხვადასხვა ანალიტიკური ცენტრის პროფილურ კვლევებს:

1. World Economic Forum, World Competitiveness Report;

2. World Justice Project, Rule of Law Index;

3. Transparency International, Corruption Perceptions Index;

4. TRACE International, The Trace Matrix

უნდა აღინიშნოს, რომ Heritage Foundation-ის ინდექსის მიხედვით საქართველოს მთავრობა ზედიზედ მეოთხე წელია, რაც კეთილსინდისიერების მიხედვით კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში მუდმივად ხვდება.

2021 წელს საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის 10 სახელმწიფოს უსწრებს, ეს ქვეყნებია : ჩეხეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლატვია, ბულგარეთი.

საქართველოს რეიტინგში უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები (მაგ.ირლანდია, გაერთიანებული სამეფო) და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ამასთან საქართველო მსოფლიო მასშტაბით ნატოს წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (ევროკავშირის არაწევრი) საუკეთესო ოცეულშია.

2020 წელს „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან საქართველომ 64.6%-ი აიღო.

შედარებისათვის 2012 წლის კვლევაში საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38,2%-ით იყო აღნიშნული, რაც ძალიან მძიმე შეფასებაა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები