0 0
Read Time:38 Second

მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს ქმნის. საკანონმდებლო პაკეტს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. როგორც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.
„იუსტიციის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს გამოძიებას.

პროექტი ითვალისწინებს ამ უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი. გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ყველა იმ ძირითად პრინციპზე, რომელიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნდობის განმტკიცება სამართალდამცავების მიმართ და ამ კუთხით შს სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ასევე განხორციელდა რეფორმები პროკურატურაში და მესამე ტალღის რეფორმა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ახალი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ უწყებათაშორის კომისიაზე საკანონმდებლო ინიციატივა 31 იანვარს  წარადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები