კვირა, მარტი 9, 2025

მზია ამაღლობელის საქმე და პოლიტიკური შეფასებები – პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი 21-ე დღეა შიმშილობს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქმედება, რის გამოც ჟურნალისტი წინასწარ პატიმრობაშია, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იყო.

“ქართული ოცნება” ევროპული ქვეყნების მაგალითებზე საუბრობს და დიპლომატებს, ხელისუფლების მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო აკრიტიკებს. ამბობენ რომ ელჩები, ნაცვლად იმისა, პოლიციელზე თავდასხმა დაგმონ, დაკავებულის პოლიტპატიმრად წარმოჩენას ცდილობენ.

მზია ამაღლობელისთვის წარდგენილ ბრალს გადაჭარბებულს უწოდებენ ოპოზიციაში. მმართველი გუნდის ოპონენტებს იმედი აქვთ, რომ ჟურნალისტი მალე გათავისუფლდება, რადგან, მათივე შეფასებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი არ დასტურდება.

საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფში ” ხალხის ძალა” ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდასხმა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაუშვებელია და მკაცრად ისჯება.

მზია ამაღლობელის საქმეში კონკრეტული ჯგუფების ინტერესებზე საუბრობს სახელისუფლებო გუნდი. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის
კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მიზანმიმართული დაუმორჩილებლობა.

“ბათუმელების” დამფუძნებლის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება. მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად საპატიმროში უკვე 21 დღეა შიმშილობს. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამაღლობელი ბათუმში, 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სომხეთში საქართველოს საზღვართან ახლოს 3 მიწისძვრა მოხდა

სომხეთში საქართველოს საზღვართან ახლოს 3 მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრაა ერთმანეთის მიყოლებით: 09:26, 10:25, 10:31 საათზე დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრე 2.20 მაგნიტუდიდან 4.4 მაგნიტუდამდე იყო.

📽️მოპარული მილიონებით შეძენილი სახლები, მანქანები, ძვირფასეულობა – როგორ გამოიყურება “ქოლ-ცენტრების” ბოსის მდიდრული ვილა

კურიერი P.S-ის კამერა "ქოლ-ცენტრების" ბოსის მდიდრულ ვილაში - უცხოელი პენსიონერებისთვის მოპარული მილიონებით შეძენილი სახლები, მანქანები, ძვირფასეულობა და საგზურები მსოფლიოს გარშემო.ნახეთ, კურიერი P.S-ის ანონსი ↓ 

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს.ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფები ჯერ კიდევ ოქტომბერში დაუწესა. კანადამ 100% და 25% საიმპორტო ბაჟები ჩინეთში წარმოებულ ელექტრო ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინის პროდუქტებზე დააწესა.ჩინეთის ტარიფები ძალაში 20 მარტს შევა.„კანადის ზომები სერიოზულად არღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს, წარმოადგენს პროტექციონიზმის ტიპურ აქტს და დისკრიმინაციულ ზომებს, რომლებიც მძიმედ აზიანებს ჩინეთის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.ჩინეთი კანადის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. კანადამ 2024 წელს 47 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ჩინეთში.

სოზარ სუბარი საქართველოში მოქმედ „ენჯეოების“ ნაწილზე: საბოლოოდ ჩამოიხსნეს ფარდა და დარეგისტრირდნენ როგორც არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გულშემატკივრები, არამედ უცხო ქვეყნის აგენტები

საპარლამენტო ოპოზიციისთვის მესამე სექტორის რადიკალურმა ნაწილმა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ სხვა ქვეყნის დავალებებს ასრულებენ და საკუთარ ქვეყანას ზიანს მიზანმიმართულად აყენებენ.„ერთადერთი, რასაც ეს ორგანიზაციები მიაღწევენ არის ის, რომ საბოლოოდ ჩამოიხსნეს ფარდა და საბოლოოდ დარეგისტრირდნენ როგორც არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გულშემატკივრები, არამედ უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც რეგისტრირებულებიც კი უცხოეთში არიან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მივიღებთ

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ამბობს, რომ ამით საერთო საქმეს დააზიანებენ და ბიძინა ივანიშვილის თამაშში შევლენ."ასეთ არჩევნებში ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მივიღებთ. ზოგ მუნიციპალიტეტში ერთ, ორ საკრებულოს წევრს შეიყვანენ და თუ ამით ბედნიერები იქნებიან ღმერთმა ხელი მოუმართოთ, უბრალოდ საერთო საქმეს ძალიან დააზიანებენ. ძალიან ცუდი თუ აპირებენ. ანუ, ბიძინა ივანიშვილის თამაშში შედიან და მისი ძალაუფლების ლეგიტიმაციას ახდენენ უკვე ადგილობრივ დონეზე. ამ არჩევნებთან თუ პრობლემა არ გაქვს, ე.ი არც წინა არჩევნებთან გქონია დიდი პრობლემა,“-აღნიშნა ცისკარიშვილმა.ცისკარიშვილის თქმით, ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში არ უნდა შევიდეს."ეს ამდენი ხალხი, გახარიას თუ არ ჩავთვლით გაუგებარია მისი პოზიცია, ნახევრად არის თუ არ არის. 61 დეპუტატი პარლამენტში არ შევიდა, ბოიკოტი გამოუცხადა, ამით მათი ლეგიტიმაცია არ მოახდინა და როგორ შეიძლება ქართველმა, დეპუტატად არჩეულმა სუბიექტმა მოახდინოს იმ ადამიანების ლეგიტიმაცია და მათთან ერთად ერთ დარბაზში იჯდეს, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სტრასბურგში ევროპელმა პარლამენტარებმაც კი არ ისურვეს მათთან საერთო დარბაზის გაზიარება და ლეგიტიმაცია მერე ამათ თავისით მოიხსნეს ვითომ, დატოვეს იქაურობა, თორემ არც ისინი აძლევდნენ.ასე რომ, სწორი გადაწყვეტილება იყო პარლამენტში რომ არ შევედით. პარლამენტში არ შედიხარ, არჩევნებს არ აღიარებ, მაგრამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე რა, "ნიჩურტა" მაქვს და მოდი ვცადოთ ბედი, იქნებ ერთი ორი საკრებულოს წევრი სადმე გავაძვრინო და ამ თამაშში მოგყვები? ეს იქნება სწორი მესიჯი ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ისევე, როგორც მთელი დასავლური სამყაროს მიმართ? მე არ ვფიქრობ, რომ ვინც მართლა ოპოზიციონერად თვლის თავს ამ თამაშში უნდა შეყვეს იმ მოცემულობაში, რაც დღეს გვაქვს, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაგრამ მოდი იქამდე დაველოდოთ, იქნება და ფეხზე დადგეს ის ცოცხალი ორგანიზმი რუსთაველის გამზირზე, გაიზარდოს, მეტი ჯანი შეემატოს და საქმეც ბოლომდე მივიდეს," - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ბოლო სიახლეები