ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზაობას გამოთქვამს ომის დასასრულებლად იმ მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„მზად ვარ დავასრულო ომი მკაფიო პირობებით, რომლებიც უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას: ყველა მძევალი დაბრუნდება სახლში, „ჰამასი“ დაყრის იარაღს, გადადგება ხელისუფლებიდან, მისი ხელმძღვანელობა გაძევებული იქნება სექტორიდან, ანუ ვინც კი დარჩა მათგან. ღაზა სრულად განიარაღდება და ჩვენ განვახორციელებთ ტრამპის გეგმას, გეგმას, რომელიც სწორია და რევოლუციური“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ღაზაში მცხოვრებლებს, რომლებსაც სურთ იქაურობის დატოვება, შეძლებენ ამის გაკეთებას.
ნეთანიაჰუს განცხადებით, აუცილებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება და ამისთვის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა, რაც მოიცავს სექტორში ძირითადი დახმარების საგნების მიწოდებას, აშშ-ის კომპანიების მიერ საკვების დისტრიბუციის პუნქტების გახსნას, რომლებსაც ისრაელის სამხედრო ძალები დაიცავენ და სამოქალაქო პირების დასაცავად ზონის შექმნას ღაზაზე უსაფრთხოების კონტროლის მიღების შემდეგ.