კვირა, მაისი 4, 2025

“მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის” – ზელენსკი პუტინის შეთავაზებაზე

შეწყდება თუ არა ცეცხლი უკრაინაში – რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფრონტის ხაზზე ბომბების ხმა სიჩუმემ ჩაანაცვლოს, ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს.

უკრაინის პრეზიდენტი მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი.

“მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად, თუნდაც დღევანდელი დღიდან, გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე, თუ რუსეთი არის მზად სარკისებრი ნაბიჯებისთვის – სრული სიჩუმისთვის, ხანგრძლივი სიჩუმისთვის, მინიმუმ, 30 დღით. ეს სამართლიანი ვადაა. 30 დღეში შეიძლება შემდგომი ნაბიჯების მომზადება. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ომი და შეწყვიტოს შტურმები, შეწყვიტოს დაბომბვები. ამ მომენტის მდგომარეობით, რუსული დარტყმების ინტენსივობა სხვა არაფერზე მეტყველებს, გარდა რუსეთის რუსეთის სურვილისა, შემდგომშიც გააგრძელოს ომი.

ყოველ ღამე თითქმის ასი “შაჰედი”. მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, უკვე 950 რუსულ ავიაბომბზე მეტი ჩამოვარდა უკრაინის ტერიტორიაზე… ჩვენ რუსეთს მთელ ფრონტზე ვპასუხობთ, ასევე, კურსკისა და ბელგოროდის ოლქების ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი აქტიურობა ნარჩუნდება,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისში „ერთობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, მოქალაქეები ისნის მეტროსადგურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „ერთობის მარშს” მართავენ.საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, მათი ძირითადი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლებიდან გადადგომა.“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს მარში დაორგანიზებულია “ერთობის” მიერ - სამოქალაქო აქტივისტების, მოძრაობების, ორგანიზაციების. ჩვენ პირველი ღონისძიება პროკურატურასთან წარმატებით ჩავატარეთ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ პოლიციის ორგანოებთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი, მიზნები ვუთხრათ. რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მათ შევახსენოთ, რომ ქვეყანას 50-მდე პოლიტპატიმარი ჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქციელზე უნდა დაფიქრდეს და მათ დანაშაულებრივი ბრძანებები არ უნდა შეასრულონ. მათი კანონით დადგენილი ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა და ის კრიმინოლოგიური სიტუაციის მოგვარებას, მართლწესრიგის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს და არა აქტივისტების, პროტესტის მონაწილეების დევნას…ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს შვილებს დანაშაული არ მიუძღვით და ეს საქმეები ჯიბის პოლიციამ, პროკურატურამ შეკერა და ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველებს ხანგრძლივი ციხისათვის იმეტებენ, რაც ჩვენთვის მიუღებელია”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს – კვლევა

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ირკვევა საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევიდან.უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, 2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორის შემოსავლებმა 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე - თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა.რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% - სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% - 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.წყარო: bpn.ge

რუსეთისა და უკრაინის შერიგება „გარდაუვალია“ და „ეს დროის საკითხია“-ვლადიმერ პუტინი

რუსეთისა და უკრაინის შერიგება გარდაუვალია, ეს დროის საკითხია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, მიუხედავად მთელი ტრაგედიისა, რომელსაც ჩვენ ახლა განვიცდით, ეს დროის საკითხია“, – აღნიშნა პუტინმა რუსეთ-უკრაინის შერიგების საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, ვინ შეიძლება იყოს მისი შემცვლელი აღნიშნულ პოსტზე. პუტინის თქმით, ის მუდმივად ფიქრობს, ვინ შეიძლება გახდეს მისი მემკვიდრე, თუმცა ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.„საბოლოო ჯამში, არჩევანი ადამიანებზეა, რუს ხალხზე, მოქალაქეებზე, ამომრჩევლებზე. რაიმეს სერიოზულად გაკეთების შანსი ნაკლებად ექნება ადამიანს, რომლის უკანაც არ დგას ხალხის ნდობა. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია. ამიტომ, როდესაც ამაზე ვფიქრობ, და მე ამაზე მუდმივად ვფიქრობ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, და უმჯობესია რამდენიმე ადამიანი, რათა ხალხს ჰქონდეს არჩევანი, რომელსაც შეუძლია, მოიპოვოს ეს ნდობა ქვეყნის მოქალაქეებისგან“, – აღნიშნა პუტინმა.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა კორპუსში იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

თურქეთში ძლიერი სეტყვა მოვიდა

თურქეთში, ქალაქ დიარბაქირში ძლიერი სეტყვა მოვიდა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სეტყვა ნიგვზის სიდიდის იყო და ფოტოკადრებს სოციალურ ქსელში ასაჯაროებენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ძლიერი სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც ავტომობილები დააზიანა. მედიის ინფორმაციით, რეგიონში უამინდობა და ძლიერი წვიმა უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.ძლიერი სეტყვის ამსახველი ვიდეოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ბოლო სიახლეები