შაბათი, თებერვალი 28, 2026

მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა — ქარდავას პასუხი ლავროვსა და ზახაროვას

ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვისა და პრესსპიკერ მარია ზახაროვას შეურაცხმყოფელ განცხადებებს პასუხობს. შესაბამის პოსტს იგი ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ოდესმე ყველას მოუწევს პასუხის გაცემა:

“მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც, 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2 232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი. მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე. კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან:

“წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს საგარეო უწყება – ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციის მისაღწევად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.საგარეო უწყების განცხადებით, რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება.„მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, ასევე მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის...

აშშ-ის და ისრაელის თავდასხმა ირანზე ცხადად არღვევს ირანის სუვერენიტეტს და ემუქრება ირანელი ხალხის მშვიდობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ საღი აზრი არ გაიმარჯვებს და დიპლომატიას შანსი არ მიეცემა, რეგიონი ცეცხლის რკალში შესვლის რისკის ქვეშ დადგება.ერდოღანის განცხადებით, შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად, ისლამურმა სამყარომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ანკარა დიპლომატიურ ძალისხმევას გაააქტიურებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.„სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, რადგან მხარეებს შორის ნდობის კრიზისი ვერ დაიძლია და ისრაელის მხრიდან პროცესის საბოტაჟის მცდელობები გაგრძელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.ამასთან, მისივე თქმით, მიუღებელია ირანის თავდასხმა სპარსეთს ყურის ქვეყნებზე.

„როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა

ირანში სკოლაზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.ცნობისთვის, აშშ-მა და ისრაელმა თავდასხმა ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაზე განახორციელეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 53 დაღუპულისა და 63 დაშავებულის შესახებ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა ირანში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ – „მოვუწოდებთ ყველა მხარეს სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან შემაშფოთებელს უწოდებენ.საერთო განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდეს.„ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვრჩებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ურყევ ერთგულებას რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვის მიმართ. ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ნებისმიერი ქმედების თავიდან აცილება, რამაც შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს ან გლობალური გაუვრცელებლობის რეჟიმს ძირი გამოუთხაროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ევროკავშირმა ირანის მკვლელი რეჟიმისა და რევოლუციური გვარდიის ქმედებების საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი სანქციები მიიღო და მუდმივად უწყობს ხელს დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეგიონში მყოფ ევროკავშირის მოქალაქეებს შეეძლოთ ჩვენი სრული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად დაიცვან საერთაშორისო სამართალი“, – აღნიშნულია ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, ნიკა გვარამიას, ანუ რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული

ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები რომ დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული, ამას უტყუარად მოწმობს ადგილობრივი უცხოური აგენტების ერთიანი „მესიჯბოქსი“ და მრავალრიცხოვანი განცხადებები, რომლითაც ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.მისი განცხადებით, ამ შემთხვევაში, განსხვავებით 2007 და 2020 წლებისგან, მედიის თავისუფლების ხელმყოფის როლი უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც გვარამიას – „ერთი რიგითი უცხოელი აგენტის“ დონემდეა დასული.„გამოდის, რომ 2007 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მედიის თავისუფლების ხელმყოფისა და დებატების ჩამშლელის როლი არა ნიკა გვარამიამ, არამედ უშუალოდ ბრიტანულმა ბიუროკრატიამ იკისრა, რომელიც, თავისი არსითა და შინაარსით, ნიკა გვარამიას, ანუ მორალისა და ფასეულობებისგან სრულიად დაცლილი ერთი რიგითი უცხოელი აგენტის დონემდეა დასული.თუმცა 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს. შესაბამისად, საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით“, – წერს ირაკლი კობახიძე.

ბოლო სიახლეები