პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით “ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მზია ამაღლობელის შიმშილობის საკითხი ძალიან აწუხებს და იმედი გამოთქვა, რომ ის ამას შეწყვეტს.
„რა თქმა უნდა, ამჟამინდელი თუ მომავალში კანონი რომ იქნება მიღებული, ყველა მათ წინაშე უნდა იყოს თანასწორი და ეს თუ ასე არ არის, რა თქმა უნდა, ეს ცუდია. მე არ მგონია, რომ ნაკლებად მაღელვებს (ვინ დაიჯერებს, ვინ – არა, ეს არ არის საინტერესო, მაგრამ გულწრფელად ვამბობ) ქალი ჟურნალისტი შიმშილობს თუ არ შიმშილობს, ნამდვილად მაღელვებს და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამას შეწყვეტს. თუმცა, ერთია დღეს რომ გჯერა სწორ საქმეს ემსახურები და ეს მისი უფლებაა, მას ასე სჯეროდეს და იბრძოდეს იმისთვის, რისიც სჯერა, მაგრამ მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი ჩაივლის აუცილებლად მშვიდობიანად და არ დარჩება მისი ჯანმრთელობისთვის მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი. მე ეს მაწუხებს, ვინ დაიჯერებს, ვინ არა, მაგრამ ძალიან მაწუხებს,“ – აღნიშნა თეა წულუკიანმა.