ოთხშაბათი, თებერვალი 26, 2025

მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებში მოყოლილი ორი მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

ბათუმში ორსართულიანი, ავარიული სახლი ჩამოინგრა, შიგნით მოყოლილი 2 მოქალაქე მაშველებმა  უსაფრთხოდ გამოიყვანეს, ისინი ამ ეტაპზე კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სხვა ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ჩამონგრეული იყო ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი, სადაც მოყოლილი იყო ორი მოქალაქე.

მაშველებმა სწრაფი რეაგირების შედეგად, ორივე მოქალაქის ნანგრევებიდან გამოყვანა მოახერხეს. ისინი კონტაქტური მდგომარეობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებულები.

მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება” – ცოტნე ანანიძე

მადლობა ადამიანების გადასარჩენად გათენებული ღამეებისთვის და ბოდიში მათ, ვინც სწრაფ რეაგირებას ჯერ კიდევ ელოდება, - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი "ქართული ოცნებიდან", ცოტნე ანანიძე.როგორც ის აღნიშნავს, ვითარება რთულია, მაგრამ ყველაფერი დაიძლევა და "ქალაქიც და სოფელიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს"."უჩვეულო დიდთოვლობაა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასეთი უხვი ნალექი, როგორც უხუცესები იხსენებენ, 1985 წლის ისტორიული დიდთოვლობის დროსაც არ ყოფილა. პრიორიტეტი დღეს ადამიანების სიცოცხლეა და პირველ რიგში, გზები იწმინდება იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირთ, იქ, სადაც ადამიანები საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, იქნება ეს ონკოპაციენტები თუ დიალეზზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები. დახმარება ყველაზე ოპერატიულად სჭირდებათ იქ, სადაც საცხოვრისი დაუზიანდათ და ადამიანების სიცოცხლეს, მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.ქობულეთი საკმაოდ დიდი მუნიციპალიტეტია, მოიცავს 48 სოფელს, ორ დაბას - ოჩხამურსა და ჩაქვს, ასევე, თავად ქალაქს და ამდენად, აქ საკმაოდ ბევრი შიდა გზაა. შეუძლებელია სიტყვებით შეაფასო სამაშველო თუ მერიის შესაბამისი სამსახურების, საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლების, სპეცტექნიკაზე მომუშავე ოპერატორების თავდაუზოგავი, 24-საათიანი შრომა, მათი გამძლეობა, უძილო ღამეები. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან და ამას თავად ის ოჯახი და მათი ნათესავებიც დამიდასტურებენ, დაიწერა სოციალურ ქსელებშიც - 3 ერთეული ტექნიკა 17-18 საათის განმავლობაში წმენდდა გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთს, რომ დიალეზზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქისთვის დახმარება აღმოეჩინათ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სუბიექტივიზმი გამორიცხულია და პრიორიტეტი ადამიანების გადარჩენაა.მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩართულია სტიქიასთან ბრძოლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ვინც თავს არ ზოგავს და ცდილობს დაეხმაროს მეზობელს, მოიკითხოს მომიჯნავე სოფლებში მცხოვრები ახლობელი თუ ნათესავი. ამასთან, ბოდიშს ვუხდი იმ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც ელოდებიან სწრაფ რეაგირებას, მაგრამ გადაუდებელი მიზეზების გამო, კვლავ ელოდებიან დახმარებას. გვერწმუნეთ, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ჩვენი თანადგომა.ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე, მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, რამდენიმე დღეა ფიზიკურად, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მოსახლეობას, პირველივე დღიდან, ეხმარება ქობულეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ბატონი გია ჭყონია, რომელმაც საკუთარი მაღალიგამავლობის ავტომანქანები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს დაუთმო. პარლამენტის წევრი - ბატონი ზაალ მიქელაძე მოსახლეობის გვერდითაა, როგორც პედიატრი იქნება ეს კონსულტაციები, ადგილზე მისვლა თუ სხვა სახის დახმარება.საბიუჯეტო ცვლილებები, რომლებიც დღეს რიგგარეშე სესიაზე მივიღეთ, სარეზერვო ფონდის ზრდას ითვალისწინებს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის გადარჩენისთვის, სტიქიასთან ბრძოლისთვის.ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ენერგოკომპნიის თანამშრომელთა თავდაუზოგავი შრომა. კომპანიის დამატებითი 9 ჯგუფი ჩამოვიდა აღმოსავლეთ საქართველოდან ჩვენს დასახმარებლად. ამ ადამიანებს, უმეტესად, სრულიად მიუვალ ადგილებზე, სადაც თოვლის საფარი 2 მეტრს ბევრად აღემატება, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ მუშაობა და გადაადგილება.ვითარება საკმაოდ რთულია და თავისთავად რთული გზის გავლა გვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი დაიძლევა და ქალაქიც და სოფელიც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს", - აღნიშნავს ცოტნე ანანიძე.

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-სთან ხელშეკრულების საბოლოო ვერსია მზად არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-თან ხელშეკრულების საბოლოო ვერსია მზად არის.ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან მინერალების შესახებ შეთანხმების საბოლოო ვერსიაში არსად არის ნათქვამი, რომ უკრაინა არის მოვალე წარსულში მიწოდებული დახმარებისთვის.ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ოფიციალური პირები ძალიან კარგად აფასებენ მომავალი შეთანხმების საბოლოო ვერსიას.„მთავარი კითხვები, რომლებიც იქ დავამატე – იქ ძალიან კარგად ჟღერს. გუნდები მუშაობდნენ, როგორც უკრაინელები, ასევე ამერიკელები. ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ მოვალეები არ ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიაში ისმის. ხელშეკრულებაში 500 მილიარდი ვალი არ არის, არც 350 და არც 100 მილიარდი, იმიტომ, რომ ჩვენთვის უსამართლო იქნებოდა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ფონდზე, ეს ასევე გადაწყვეტილი საკითხია ამ ჩარჩოხელშეკრულებაში. მზად ვართ, ვისაუბროთ პარტნიორობაზე, და მნიშვნელოვანია, რომ ვართ პარტნიორები. ეს ფონდი უკრაინულ-ამერიკელია და არა ამერიკული. შემდეგი შეთანხმება არის ფონდთან დაკავშირებით. უკვე იქნება გარკვეული პარტნიორობა, ფული და ა.შ. და შემდეგ კონტრაქტს უკვე ექნება სავალდებულო რატიფიკაცია უკრაინის პარლამენტში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.უკრაინის ლიდერი იმედოვნებს, რომ პირველადი შეთანხმება აშშ-თან „შემდგომ გარიგებებს გამოიწვევს“.ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ჯერ არ არის შეთანხმებული ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს, - ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„მელოგინემ, ჩოხატაურის კლინიკაში იმშობიარა, სადაც მისი ტრანსპორტირება სოფელ გოგოლესუბნიდან, ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და სამაშველოს დახმარებით, ფორსმაჟორში მოხდა. ადგილზე გინეკოლოგი და ნეონატოლოგი გამოიძახეს. პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან 20 წუთში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.დედა და მისი ახალდაბადებული ვაჟი, რეფერალური დახმარების ბრიგადამ, დღეს ჩოხატაურის კლინიკიდან ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანა.დიდთოვლობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათი გადაყვანა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სამაშველო სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით დედა და ჩვილი ჰოსპიტალიზებულია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.გვეამაყებარეფერალური დახმარების ექიმი გიორგი ცენტერაძე;ექთანი ნინო არჯევანიძე;მძღოლი გურამი წულაძე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ჩიქოვანი – მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურება სტიქიის შედეგების აღმოფხვრის პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების შრომის დისკრედიტაციას

მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მოხდეს იმ საქმეების დისკრედიტაცია, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.„ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მიშა მშვილდაძე ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში ფულს სთხოვს: უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება

მთელი წელი, რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 - ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, - წერს „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე, სოციალურ ქსელში.მისი განცხადებით, ნახევარი მედია დაიხურა, დანარჩენი კი სულს ღაფავს, შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუწოდებს, სანამ „ქოცებმა“ ახალი კანონები მიიღეს, მანამდე მოასწრონ დახმარება და მათთვის ფულის მიცემა.„European Union in Georgiaმთელი წელი რომ ბაზრობდა ჯოზეფ ბორელი, 120 მილიონი ევრო საქართველოს მთავრობის ნაცვლად 2025 ში ენჯეოებს და მედიას უნდა მივცეთო - რაშვებით, გავიდა პირველი კვარტალი, დავიხურეთ ნახევარი მედია და სულს ვღაფავთ დანარჩენი და სანამ მიიღეს ქოცებმა ახალი კანონები, რომლითაც მაგასაც აგიკრძალავენ, ქენით რამე დროზე - ფული ხო მაინც გაქვთ რაც ნაღდი ვიცით და დაგვეხმარეთ დროზე თუ აპირებთ თორემ უხერხულია ასე დაპირება და მერე გადაგდება. ვახ“, - წერს მიშა მშვილდაძე.

ბოლო სიახლეები