ორშაბათი, მარტი 16, 2026

მეუფე შიო: პა​​​​​​​ტრიარქს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ

ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს. დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც – აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე, ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.

მისი თქმით, ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – ჯვართამაღლების დღესასწაულს.დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ პატიოსან და ცხოველსმყოფელს ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ვიხსენებთ მის მაცხონებელ ღვაწლს, რომელიც მან აღასრულა გოლგოთაზე ჯვარცმის ჟამს; მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჯვარი არ არის მარტო ის ჯვარი, რომელზეც ჯვარს ეცვა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, არამედ ჯვარში იგულისხმება ასევე სულიერი ჯვარიც; სულიერი ჯვარი, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, ოჯახური სირთულეებისგან, სნეულებებისგან, ახლობელთა დაკარგვისა და იმ მცირე ჯვრებისგან, რომლებიც ადამიანებმა უნდა ზიდონ თავიანთ ცხოვრებაში.

ხშირად წმინდა მამები ამ ჯვრებს მცირე ჯვარს უწოდებენ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ყველას სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე“. ეს არის ერთადერთი გზა სულის გადარჩენისა.

მაგალითად, ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს, თუ როგორია ის ადამიანი, რომელიც ქრისტეს შეუდგა, რა ნიშან-თვისებაა ამისი. მან უპასუხა, რომ მხოლოდ ის ადამიანი არის მიმართული ღვთის ნებისკენ და ცხოვრობს ღვთის ნებით, ვინც მიიღო ეს წინადადება უფლისა ჩვენის იესო ქრისტესი, რომ „უარყავ თავი შენი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექი მე“. შემდეგ წმინდა ბასილი დიდი დასძენს: „იმიტომ, რომ ვინც არ უარყოფს თავის თავს და არ იღებს თავის ჯვარს, იგი შემდგომ საკუთარ თავშივე აწყდება ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტეს შედგომის გზაზე“.

რას ნიშნავს „უარყავ თავი შენი“? – ეს ნიშნავს, რომ უარვყოთ ჩვენში ყოველივე ღვთის საწინააღმდეგო, ყოველი მანკიერება, ყოველი ცოდვა. საკუთარი თავის უარყოფას იმიტომ ადარებს უფალი, რომ ცოდვები იმდენად გაგვითავისდა ჩვენ, იმდენად ჩვენეულად იქცა, რომ ჩვენი მეორე ბუნება გახდა. ამიტომ ცოდვის უარყოფა გაუტოლდა საკუთარი თავის უარყოფას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს საკუთარი პიროვნების უარყოფას.

რას ნიშნავს „აიღო ჯვარი“? – ეს ნიშნავს, რომ დაითმინო ის ყვედრება, შეურაცხყოფა თუ დევნა, რასაც ეს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი ახორციელებს მორწმუნის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა დაითმინოს ის უხილავი მოწამეობა და ტანჯვა, რომელიც მოსდევს ვნებებთან ბრძოლას, ჩვენივე ცოდვებთან ბრძოლას, რაც მოსდევს ეშმაკთან ბრძოლას, ბოროტ სულებთან ბრძოლას, რომლებიც გააფთრებული გვებრძვიან ჩვენ. აი, ამათთან ჭიდილიც – ეს არის ჯვრის აღება, ეს უხილავი მოწამეობა და მოღვაწეობაა.

„აღიღო ჯვარი შენი“ ასევე ნიშნავს სიმდაბლით, მორჩილებით დაითმინო ჩვენი ცოდვების გამო ღვთისგან დაშვებული მაკურნებელი და გამოსასწორებელი განსაცდელები თუ სირთულეები ამ ცხოვრებაში.

„ჯვარი შენი“ ნიშნავს, რომ ეს ჯვრები, რომლებიც მე ახლა ჩამოვთვალე, არ უნდა იყოს მარტო ჩემი ჯვარი, არამედ უნდა გავხადო მე ქრისტეს ჯვრად. აი, მაშინ გვიმსუბუქდება ჩვენ ჯვრის ტვირთვა, მაშინ ეს ჯვარი ჩვენი მცირე ხდება მაცხონებელი და სამოთხეში მიმყვანებელი.

ამდენ რამეზე გვაფიქრებს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღე. ამრიგად, ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ჩვენი მცირე ამცხოვრებისეული ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ და ყოველთვის ვუმზერდეთ მაცხოვრის, ჩვენი საღვთო ჯვრის მტვირთველის, მაგალითს, იმიტომ რომ ზოგჯერ გვიჭირს ამ ჯვრის ზიდვა ჩვენ.

ასეთ წუთებში უნდა მივმართოთ მაცხოვარს ცნობილი სიტყვებით, როდესაც ჩვენ გამოვისახავთ ჯვარს და ვამბობთ ხოლმე, რომ „დამიფარე მე, უფალო, ძალითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა შენისათა“.

გილოცავთ დღევანდელ დღეს და უფალმა ინებოს, რომ დაიფაროს ყოველი თქვენგანი პატიოსანი ჯვრის ძალითა და მადლით, გიხსნათ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ! დღეს არის აგრეთვე მწუხარების დღეც – აღინიშნება სოხუმის დაცემის დღე. თქვენ იცით, არ არის შემთხვევითი, რომ ეს დღე დაემთხვა ჯვართამაღლებას და ეს ჯვრები, რომლებიც მე ჩამოვთვალე, შეიძლება ითქვას, რომ ჯვრად დაედო ეს მოვლენა როგორც ქართველ ერს, ასევე აფხაზებსაც. სოხუმის დაცემას თან ახლავს ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა, ასობით ათასი ადამიანის გაძევება თავისი მიწა-წყლიდან და სამშობლოდან, თავისი კუთხიდან.

მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს, რაშიც ჩვენ ყველანი ვეთანხმებით, რომ ჩვენც – აფხაზებმაც და ქართველებმაც დიდი ცოდვა ჩავიდინეთ, როდესაც ერთმანეთზე ხელი აღვმართეთ. ერთადერთი გამოსავალი, გზა ჩვენი შემდგომი ცხოვრებისა, ვინაიდან უერთმანეთოდ ჩვენ ცხოვრებას ვერ შევძლებთ, არის შერიგება, ურთიერთპატიების თხოვნა და გააზრება იმისა, რომ ჩვენი მომავალი და გადარჩენის საწინდარი არის მხოლოდ ერთიან სახელმწიფოში, საქართველოს სახელმწიფოში. ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ. ჯვრის პატიოსანმა ცხოველსმყოფელმა ძალამ გაამთლიანოს, გაახაროს და გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა, ამინ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სიენენი“ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰორმუზის სრუტეში გემების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას თავს არიდებს.„სიენენის“ ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ჰორმუზის სრუტესა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, თუმცა არაფერი უთქვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადგილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემების გაგზავნის შესახებ.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა ვითარებას „დაძაბული“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის გლობალურ სტაბილურობას.„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია და არ დაუშვან რეგიონული ტურბულენტობის მიერ გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო დიდი ზეგავლენის მოხდენა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის საფრთხე რეალურია

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლის რეალური საფრთხე არსებობს.როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლა დღეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამას მხარს უჭერს როგორც პარტია „კონფედერაცია“, ასევე პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრების უმრავლესობა.ტუსკმა ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის მსურველი პარტიების მფარველობაში პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი დაადანაშაულა.„ნავროცკი მათი მფარველია. რუსეთს, ამერიკულ მოძრაობა MAGA-ს და ევროპელ მემარჯვენეებს, ორბანის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის განადგურება სურთ“, – წერს ტუსკი სოციალურ ქსელში.როგორც ტუსკმა აღნიშნა, პოლონეთისთვის ევროკავშირიდან გასვლა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება და განაცხადა, რომ მათ შესაჩერებლად ყველაფერს გააკეთებს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში

ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველომ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მისი დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დაცვის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა-სილვია ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, რუმინეთს სურს, საქართველომ ევროპულ გზაზე ყოფნა გააგრძელოს.„ჩვენ ვართ მეზობლები შავი ზღვით და ამ გაგებით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან. ჩვენ გვსურს, საქართველომ გააგრძელოს ევროპულ გზაზე ყოფნა და ვნახოთ, როგორ აისახება მისი მოქალაქეების ნება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შავი ზღვა ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კუთხით, არამედ ენერგოტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და წყალქვეშა საკაბელო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა ცოიუმ.

კესტუტის ბუდრისი – ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთების საგანია.„საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ მას დღეს განვიხილავთ. ე.წ. აგენტების აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან დისკუსიას იმაზე, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბუდრისმა.

ხავიერ ბეტელი – საქართველოს საკითხზე არაფერი შეცვლილა, მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ხავიერ ბეტელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თუმცა მიაჩნია, რომ საქართველო ევროპულ გზაზე წინ აღარ მიიწევს.ბეტელის განცხადებით, საქართველოსთან მიმართებით ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.„საქართველოზე შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ყველა შეხვედრაზე მისვამთ, მაგრამ ამ საკითხზე ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. პრობლემა ისევ არსებობს და არსად წასულა. მე კვლავ მაქვს კონტაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მე ვწუხვარ, რადგან ეს იყო ევროპული გზა, თუმცა ახლა ისინი უფრო ახლოს არ მოდიან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბოლო სიახლეები