კვირა, დეკემბერი 22, 2024

მეუფე შიო მუჯირი – როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება, ადამიანი მდაბლდება, სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს

როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს…იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას აღნიშნა.

„დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: „იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება – მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს.

ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: „ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19).

სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვრო ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა“,- განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე: რეგიონი არ დატოვეს, საიდანაც ხალხი არ ჩამოიყვანეს და ამ ქალმა მასხრად აიგდო ის ადამიანები, ვინც ყინვაში მის მოსასმენად მივიდა, მთავარია,...

ექსპერტი ნინო ფოჩხუა დღეს გამართულ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა მასხრად აიგდო ის ადამიანები, ვინც მის მოსასმენად მივიდა, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდა. მისივე შეფასებით ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის „ლიდერია!” „დახარჯეს დიდი ფული, დაიქირავეს სამარშრუტო ტაქსები, რეგიონი არ დატოვეს, საიდანაც ხალხი არ ჩამოიყვანეს (მიშამაც კი დაადასტურა ჩამოყვანილი ხალხი) და ამ ქალმა მასხრად აიგდო, გაამაიმუნა ის ადამიანები, ვინც ყინვაში მის მოსასმენად მივიდა, მთავარია, რომ არც სათქმელი ჰქონდა არაფერი. აი ეს არის რადიკალური ოპოზიციის რესურსი! აი ეს ქალი არის რადიკალური ოპოზიციის "ლიდერი!"- წერს ნინო ფოჩხუა.

მამუკა ხაზარაძე: პრეზიდენტის განცხადება იყო ძალიან მკაფიო

ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. „ძალიან მდაბიო საქციელია, ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვიხილეთ. კერძოდ, მიკროფონების გამორთვა, სცენის წართმევა. ეს ნიშნავს, რომ ე.წ. ხელისუფლება არის აგონიაში და უკვე ისეთ საქციელს ჩადის, რომელიც ნორმალურ ჩარჩოში არ ეტევა. თქვენ ხედავთ ყოველდღიურად იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ ძლიერი, თავისუფალი საქართველო და უნდათ საქართველო ევროპაში. რამდენად სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ივანიშვილის ხელში, რომ ამის გამეორება ჩვენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გვჭირდება, რომ ევროპა უკეთესია რუსეთზე. აი, ამ დონემდე თავიანთი რუსული პროპაგანდით ჩვენი ქვეყანა მიიყვანეს. ამ ქვეყანაში უმრავლესობას უნდა ნორმალური, ევროპული ცხოვრება და ამას აუცილებლად მივაღწევთ. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, ის იყო ძალიან მკაფიო. იმის შეხსენება არავის სჭირდება, რომ ქვეყანა არის სერიოზულ კრიზისში, ეს კრიზისი ცოტა ხანში გადაიქცევა ეკონომიკურ კრიზისში, ამის ყველა ნიშანი არსებობს. ამ ქვეყანაში ყველა ვცხოვრობთ და ერთადერთი გამოსავალი ამ შექმნილი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და ყველა დაკავებული ადამიანის გათავისუფლება. თუ ოდნავ მაინც ვინმეს სინდისი აქვს შერჩენილი, ვინც დღეს ე.წ. ხელისუფლებას წარმოადგენს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ძალიან სერიოზული უფსკრულის პირას არის მისული სიტუაცია და ამის განმუხტვის, გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება არის ახალი არჩევნები“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მარტა კოსი: საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი

საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს. „ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში ადასტურებს სერიოზულ ნაკლოვანებებს საქართველოს ბოლოდროინდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეასრულოს პრიორიტეტული რეკომენდაციები, რომ დაიბრუნოს ნდობა, აღიარება და უზრუნველყოს ევროპული მომავალი, რომლის გამო ასიათასობით საქართველოს მოქალაქე ქუჩაში გამოდის“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში, რომლის თარგმანსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

პრეზიდენტობის პირველივე დღეს ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას, რათა დასრულდეს ბავშვების სქესობრივი დასახიჩრება – აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, მამაკაცი...

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ ფინიქსში სიტყვით გამოსვლისას თავისი ადმინისტრაციის გენდერულ პოლიტიკაზე ისაუბრა. „პრეზიდენტობის პირველივე დღეს შევაჩერებთ ტრანსგენდერებთან დაკავშირებულ სიგიჟეს. ხელს მოვაწერ აღმასრულებელ ბრძანებებს, რათა დასრულდეს ბავშვების სქესობრივი დასახიჩრება და მოხდეს ტრანსგენდერთა გაძევება ჯარიდან და ჩვენი სკოლებიდან. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი: მამაკაცი და ქალი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები“ – სალომე ზურაბიშვილი

"არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგული. "მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო, მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, რომლის ვეტერანებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ბოლო სიახლეები