სამშაბათი, მარტი 17, 2026

მეუფე შიო – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყოს სტაბილური და იმედი გვაქვს, ასეც იქნება – მოგიწოდებთ ყველას, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისთვის

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა – ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, – ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.

მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.

ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ“- აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელ კაცი – ალი ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ლიკვიდირებულნი არიან და ჯოჯოხეთის უფსკრულში შეუერთდნენ განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს ხამენეის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი ლიკვიდირებულია.მისივე თქმით, ლარიჯანის სიკვდილის შესახებ ახლახან შეატყობინეს.„ლარიჯანი და ბასიჯის მეთაური ლიკვიდირებულნი არიან და ჯოჯოხეთის უფსკრულში შეუერთდნენ განადგურების პროგრამის ხელმძღვანელს, ხამენეის და ბოროტების ღერძის ყველა ლიკვიდირებულ წევრს“, – განაცხადა კაცმა.ირანულ მხარეს ალი ლარიჯანთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის „ბასიჯის“ დანაყოფის მეთაური ღოლამრეზა სოლეიმანი მოკლეს.ცნობისთვის, ცნობისთვის, გასულ კვირას ალი ლარიჯანი საჯაროდ გამოჩნდა. მან თეირანში მთავრობის მხარდამჭერ აქციებში მიიღო მონაწილეობა.

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე მივიდნენ

კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია მოთავსებული, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ.მათთან ერთად იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.როგორც ცნობილია, ამ დრომდე გრძელდება სამედიცინო კონსილიუმი. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები განიხილავენ მკურნალობის სამომავლო ნაბიჯებს, მათ შორის საჭიროა თუ არა უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრში აცხადებენ, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ჩინეთის საგარეო უწყება – ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ

ჩინეთი და აშშ დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით კომუნიკაციას აწარმოებენ, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა. ამასთან, ლინ ძიანმა აღნიშნა, რომ ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის საკითხთან არანაირ კავშირში არ არის.„ჩინეთი და აშშ კომუნიკაციას აწარმოებენ პრეზიდენტ ტრამპის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით. ვიზიტს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტის დაახლოებით ერთი თვით გადადება ითხოვა.

სეიედ ალი მოჯანი-დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის “უძლეველი ფლოტის” ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს

,,დღეს ტრამპის არმადა ესპანეთის "უძლეველი ფლოტის" ხვედრს იზიარებს: მარტოდმარტო დაცურავს წლებში და ელოდება ირანული რაკეტების ქარიშხალს-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

პეტერ ფიშერი – ვწუხვარ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.„ვწუხვარ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო.ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს იგი“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

ბოლო სიახლეები