შაბათი, მაისი 24, 2025

მეუფე შიო – აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე – გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში

აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობა და დიდი სიწმინდე…გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის… სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს ცოდვები და შეცდომები.

„პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარევ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას.

ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეადან. სწორედ სვიმონის სახელს, მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული – წყლის ღვინოდ გადაქცევა კანაში, სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან.

და აი, მან შეიცნო იესო ქრისტე, როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაჰყვა ქრისტეს. როდესაც იესო ქრისტეს ამაღლებისა და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოჰყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი დარჩა აფხაზეთში წარმართთა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში. მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა.

წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია.

როდესაც ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და დიდი სიწმინდეა ჩვენთვის.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს, რომელიც გამოვიარეთ, იმ ტრაგედიას… დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლისს აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე – პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა – ათასობით ადამიანი დაიღუპა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრიდან; 300 000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან.

შედეგად, ეს უმშვენიერესი მხარე დღეს ოკუპირებული და ჩამოშორებულია საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით! ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება.

რაშია გამოსავალი და ხსნა? – უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიან შერიგებაში! მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი – როგორც ქართველების, ასევე აფხაზების – ცოდვების შედეგი. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომსა და ტრაგედიაზე.

გამოსავალია, რომ ჩვენ, ყველა მხარემ, გავაცნობიეროთ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები; გამოსავალია სინანულსა და ურთიერთშენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის, ოსებს შორის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს.

დღეს ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.

სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას.

დაბოლოს, მინდა, გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ – ქართველებმა და აფხაზებმა – ერთად, ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი, მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით, უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბენიამინ ნეთანიაჰუ ემანუელ მაკრონს, კირ სტარმერს და მარკ კარნის „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებს „ჰამასის“ წახალისებაში ადანაშაულებს.ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ემანუელ მაკრონი, კირ სტარმერი და მარკ კარნი ისტორიის მცდარ მხარეს დგანან.ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასს“ არა პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, არამედ ებრაული სახელმწიფოს განადგურება სურს.„მასობრივი მკვლელები, მოძალადეები, ბავშვების მკვლელები და გამტაცებლები მადლობას როდესაც გიხდიან, თქვენ მართლმსაჯულების არასწორ მხარეს ხართ, კაცობრიობის არასწორ მხარეს და ისტორიის არასწორ მხარეს ხართ. ახლა, ამ ლიდერებმა შეიძლება, იფიქრონ, რომ ისინი ხელს უწყობენ მშვიდობას, ისინი არ უწყობენ. ისინი ამხნევებენ „ჰამასს“, გააგრძელოს ბრძოლა სამუდამოდ და მათ იმედს აძლევენ, რომ დააარსონ მეორე პალესტინის სახელმწიფო, საიდანაც „ჰამასი“ კვლავ შეეცდება ებრაული სახელმწიფოს განადგურებას – და გაითვალისწინეთ, რომ ეს არ იქნება „ჰამასისგან“ თავისუფალი სახელმწიფო“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ცილისწამებაში დაადანაშაულა. მანამდე, საფრანგეთის, ბრიტანეთის და კანადის ლიდერებმა მოუწოდეს ისრაელს, შეაჩეროს მოქმედებები ღაზის სექტორში, წინააღმდეგ შემთხვევაში „კონკრეტული ქმედებებით“ დაემუქრნენ.

“შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო…” – სვანეთში, ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას გლოვობენ

უშბაზე, 30 წლის ნიკო ფალიანი ტრაგიკულად დაიღუპა. მას ახლობლები და მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან:"სვანური კულტურის თანახმად მთაზე ასვლა ნიშნავს, შეხვედრას საკუთარ თავთან. უშბა კი ამ შეხვედრის ყველაზე მკაცრი ფორმაა. არ არსებობს ამაზე დიდი გამოცდა და განსაცდელი.სვანები იტყოდნენ:თუ უშბა მოგიტაცებს, მანამ არ გაგიშვებს, სანამ არ გახდები ის, ვინც უნდა იყო.თუ უშბამ დაგკარგა, ღირსეულად არ გიცხოვრია.თუ უშბამ ჩაგიხუტა შენ რჩეული ყოფილხარ და კავკასიონის გოლიათმა უშუალოდ მიგაცილა ღმერთამდე.სამწუხაროდ ნაადრევად ჩაიხუტა უშბამ კიდევ ერთი ღირსეული ქართველი. არაერთხელ შეხვედრიხარ უშბას და მან ყველაზე კარგად უწყოდა რა გულიანი ადამიანიც იყავი.  "ალპურ სამყაროში" შენს მიერ განვლილი ნაბიჯები უკვალოდ არ გაქრება მეგობარო",-წერს ნიკას მეგობარი.

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო… დეე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის…“ – სკოლასთან, ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.„როგორ მენანები დეე, ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო, დეეე... დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით, დეეე. სულ გიჯერებდი, მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები, დეე. ერთად ყველაფერს შევძლებთ, ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ. მთელი გული შენთან დამრჩა, როგორ მიჭერდი, რომ არ დამეტოვებინეეე... გული მიკვდება, მაპატიე დეე და ცოტაც გაუძელიიი, მე მჯერა შენიი“, – წერს ნათია ბიჩინაშვილი.შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს ვენის კონვენციას, ახლა წაიკითხონ 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში

ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი.„ევროკავშირის დელეგაციის წევრთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე შსს-ს მხრიდან, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავისი წუხილიც გამოთქვა ევროკავშირის წარმომადგენლობის მიმართ. განემარტათ, რომ ამ თანამშრომელს შეუძლია, ნებისმიერ დროს შემოვიდეს. თუმცა ერთი ნიშანდობლივი საკითხი იყო ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში და მივესალმები, რომ საელჩომ მიუთითა ვენის კონვენციის დარღვევაზე. მართალია, აკრედიტებული დიპლომატის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, ვენის კონვენციიდან გამომდინარე, არის მასპინძელი სახელმწიფოს ვალდებულება. მიხარია, რომ ევროკავშირის საელჩო, როგორც ჩანს, აღიარებს და კითხულობს ვენის კონვენციას. ახლა ერთადერთი რამე დარჩენიათ, ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტიც წაიკითხონ, სადაც წერია, რომ დიპლომატი ვალდებულია, არ ჩაერიოს საშინაო საქმეებში. ამ პუნქტსაც თუ წაიკითხავენ და შეასრულებენ, ვენიის კონვენციის გარშემო ჰარმონიული თანაარსებობა იქნება. იმ მომენტშივე განიმარტა, რომ ეს იყო ტექნიკური შეცდომა, გარკვეული ხარვეზი, მათ შორის, არც ის მოგვერიდა, რომ ბოდიში მოგვეხადა, ვინაიდან იყო ეს ხარვეზი და გამოსწორდა კიდეც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

🎥”იცოდით, რომ ვერ ვიყიდდი ხო?” – ატირებული მასწავლებელი ბოლო ზარზე

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს მასწავლებელი, რომელსაც ბოლო ზარზე ბავშვებმა ტელეფონი აჩუქეს.მასწავლებლის რეაქცია, როდესაც მას მოსწავლეებმა საჩუქარი გადასცეს."იცოდით, რომ მე ჩემით ვერ ვიყიდდი?" - ამბობს ატირებული მასწავლებელი.

ბოლო სიახლეები