“მე ისევ იმ სიტყვებს დავუბრუნდები – “მე ბოლო პატრიარქი ვარო”, რომ თქვა, რა შეიძლებოდა ეგულისხმა – ისევ სახარებიდან უნდა გითხრათ: როდესაც მაცხოვარი ჯვარზე გაეკრა და ამაღლდა ზეცად, სახარებიდან როგორც ვიცით, შემდეგ როცა მოციქულები იკრიბებოდნენ, ერთ ადგილს სუფრაზე ერთ ადგილს ტოვებდნენ, თეფშს დებდნენ და მაცხოვარი ნამდვილად იქ იყო. შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინება რომ იყო, ღვთისმშობლისთვისაც ტოვებდნენ ერთ თეფშს.
მე ასე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ემოციური ნათქვამია თუ კანონიკური, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მის ტახტზე არავინ უნდა დაჯდეს. ეს ტახტი უნდა დავუტოვოთ მას, მათ შორის სინოდის სხდომაზე. უნდა იგულისხმებოდეს, რომ მას პატრიარქი ესწრება. დანარჩენი, ვინ წარმართავს ამას, ვფიქრობ, ჩვენი ძმური სიყვარულით, ერთმანეთს შევთავაზებთ ამას და ჩვენი ძმური სიყვარულით მხარს დავუჭერთ. ასე მგონია, რომ ჩვენ ყველანი ვეცდებით, ასე ვხედავ ამას მე დღეს, რომ ჩვენ ყველანი გავაგრძელებთ ეკლესიის ცხოვრებას ისე, რომ პატრიარქი იგულისხმებოდეს. [შემდეგ პატრიარქს] გაუჭირდება თუ ამპარტავნებით მოინდომებს. წარმოუდგენელია. თუ თავმდაბალი იქნება ეს ადამიანი, ვისაც ჩვენ გამოვარჩევთ[…]
ჩვენ მიგვაჩვია პატრიარქმა, ბოლო წლებია ის ფაქტობრივად ყველაფერს იგებდა, ვეკითხებოდით და მისი ერთი კი და ერთი არა წყვეტდა ყველაფერს. ჩვენ ვისწავლეთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ეკლესია, ასეთი ერთსულოვანი წმინდა სინოდი. ჩვენ ბევრჯერ ცხარე კამათი გვქონია, მაგრამ ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთხმად. ასეთი ერთსულოვანი თუ იქნება წმინდა სინოდი, მაშინ… მე მჯერა, რომ იქნება” -თქვა ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა TV პირველთან საუბრისას.

