ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განმარტებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის უფლებამოსილების გადაბარებაზე საუბარი „აბსოლუტურად არ ყოფილა“.
მისი თქმით, პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე არის პატრიარქი.
„ზღაპრებს ნუ მიყვებით! პატრიარქს, როცა ირჩევენ, ჯვარი წერია… პატრიარქი არის სიცოცხლის ბოლომდე კათოლიკოს პატრიარქი. რასაც პატრიარქთან დაკავშირებით მეუბნებით, აბსოლუტური სისულელეა. ვინც მაგას გეუბნებათ, თავში ჭკუა არ აქვს!“, – აცხადებს მეუფე იაკობი.
მისივე თქმით, „სინოდის სხდომა მაშინ დაიწყო, როცა უნდა დაწყებულიყო“.
„ვინ გითხრათ რომ დაგვიანდა? ჩვენ აქ ვიკრიბებით 12 საათზე და 6 საათზე, ან 8 საათზე რომ გადაგვეწყვიტა და დაგვეწყო რა? ვის რა პრეტენზია აქვს? მანამდე გავიარეთ საკითხები და შედარებით სწრაფად იმიტომ დავამთავრეთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ: სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სინოდი დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის დაგვიანებით დაიწყო.