ირანის მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმის გამო, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე ღამით საჰაერო განგაშის იყო გამოცხადებული.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებთან ერთად, ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონების მიმართულებით ცეცხლი “ჰეზბოლამაც” გახსნა, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია არ დადასტურდა. მოსახლეობას ამ დრომდე მოუწოდებენ, დარჩნენ თავშესაფრების სიახლოვეს და იმოქმედონ სამხედროების მიერ გაცემული ინსტრუქციებს შესაბამისად.
განცხადებას ავრცელებს ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ირანი აშენებდა ბირთვული იარაღის ახალ ობიექტებს, რომლებზეც იერიშის მიტანა რამდენიმე თვეში შეუძლებელი გახდებოდა. მისი თქმით, სწორედ ამან შექმნა ქვეყანაზე დარტყმების განხორციელების გადაუდებელი აუცილებლობა.
“მესმის, ხალხი ამბობს, რომ წინ უსასრულო ომი გველის. არა, ეს არ გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის მცდელობა, მივაღწიოთ იმ მშვიდობას, რომლისკენაც ყველანი მივილტვით. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლა თავად ირანელი ხალხის გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ – აშშ და ისრაელი ერTად ვქმნით პირობებს, რომ მათ ეს შეძლონ”- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

