ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის, მერლინ მონროს გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ ჰოლივუდში მასზე ახალ ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ გამოცემა The Daily Mail-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში მონროს ციფრული ორეული ითამაშებს. იდეა ცნობილ სცენარისტსა და პროდიუსერს, კრის ონგაროს ეკუთვნის. ციფრული ორეულის გამოსახულება 41 წლის სიუზი კენედის წყალობით შეიქმნა, რომელიც მერლინ მონროს ძალიან ჰგავს.
კენედის მონროს როლი ერთ ფილმში უკვე შესრულებული აქვს. სიუზის 3 ათასზე მეტი ფოტო 181 კამერით გადაუღეს და მისი სხეულის ყველა ფორმა და თავისებურება დააფიქსირეს. აქედან, 60 კამერა მხოლოდ მის სახეს იღებდა.