კვირა, იანვარი 19, 2025

მერაბ დვალიშვილმა გამარჯვებასთან ერთად, ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა​ და ახალი რეკორდი დაამყარა

დომინაცია 2 რაუნდის შემდეგ და სრული უპირატესობა ჩატარებულ 5 რაუნდში – გამარჯვებასთან ერთად მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ახალი რეკორდიც დაამყარა და ლეგენდარული ჟორჟ სან-პიერის გდებების რეკორდი გააუმჯობესა. სან პიერს, UFC-ის ისტორიაში, მეტოქე მიწაზე 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი, თუმცა ახლა ეს უპირატესობა ქართველი მებრძოლის ბალანსზეა.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. კალიფორნიაში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით გამომსვლელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

უამინდობის გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდა – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ემოციური ვიდეო: მამარდას და მერაბ დვალიშვილის საჩუქრები მარიამს და მის ოჯახს

ქუთაისელი ფოტოგრაფი ,, დანტესი''  სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, რამდენიმე ხნის წინ ერთი პატარა გოგონას ვიდეო გავრცელდა, რომელიც საუბრობდა, რომ საახალწოდ მხოლოდ წიგნები სურდა. მას მამა ცოტახნის წინ გარდაეცვალა, დედა კი ხუთ შვილს მარტო ზრდის. ,,დანტესი'' აქვეყნებს ვიდეოს, საიდანაც ვიგებთ, რომ გოგონას საჩუქარი გიორგი მამარდაშვილმა და მერაბ დვალიშვილმა გაუგზავნა. https://www.facebook.com/VideoVideoebi/videos/579010825113079    

სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს

გასული ღამის განმავლობაში და დღეს, დაკავებული პირები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოინახულეს. საუბარია სულ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 9 პირზე. ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ორმა მათგანმა კი პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. "გასული ღამის განმავლობაში და დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 9 პირი მოინახულეს. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა, ხოლო ორმა მათგანმა პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობის შესახებ განაცხადა. სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. აპარატი სხვა უფლებადარღვევებთან დაკავშირებითაც მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი უკვე გამოეხმაურა პირბადეების ტარების აკრძალვის რეგულაციას (რასაც ღამით მონახულებული მოქალაქეები დაკავების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებენ) და განმარტა, რომ მართალია, მსგავს შეზღუდვას ბევრი დასავლური ქვეყანა იცნობს, უმრავლეს შემთხვევაში, როგორც ამ ქვეყნების კანონმდებლობა, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ ეს აკრძალვა არ არის უპირობო და ბლანკეტური. მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა იცავდეს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას. უფლებადარღვევის ფაქტების შესახებ არსებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომერზე - 1481", - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე

მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ცნობილია, თუ რა თანხა გამოიმუშავა მოქმედმა ჩემპიონმა UFC 311-ზე. MMAfighting.com-ის ცნობით, ქართველმა ჩემპიონმა გამოიმუშავა $500 000, ამ თანხას დაემატა საღამოს საუკეთესო ბრძოლის $50 000-იანი ბონუსი. რაც შეეხება "მანქანის" მოწინააღმდეგეს, დაღესტნელმა მებრძოლმა $100 000 მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ UFC 311-ზე ყველაზე მაღალი ჰონორარი სწორედ დვალიშვილმა გამოიმუშავა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მეინ ივენთის მონაწილე მებრძოლების ჰონორარი, ბონუსის გათვალისწინების გარეშე.

დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა შექმნა

 აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა საკუთარი მემეკოინის, $TRUMP-ის შექმნის შესახებ განაცხადა. ამ დროისთვის, კრიპტოვალუტის ბაზარზე 200 მილიონი კოინია განთავსებული, რომლის რაოდენობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, შესაძლოა, 1 მილიარდამდე გაიზარდოს. კრიპტოვალუტის შექმნის შესახებ, ტრაპმა სოციალურ ქსელში დაწერა. "დროა, შემოუერთდეთ ჩემს განსაკუთრებულ საზოგადოებას". ვაჭრობის პირველ საათში ტრამპის კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ 3 მილიარდ დოლარს შეადგინა, საათ-ნახევრის შემდეგ კი 4,3 მილიარდ დოლარს.

ბოლო სიახლეები