კვირა, ივნისი 8, 2025

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილი UFC-ის ლეგენდათა კლუბში შევიდა-დვალიშვილის მორიგი ტრიუმფი და ისტორიული მაჩვენებელი.

მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.

აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ის ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.

ქართველი მებრძოლის შეხვედრას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი – ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ – ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია – ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა,...

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი) ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მოქმედი წევრი მის მკვლელობას ამზადებდა.„მე პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომლებიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა… მე ვარ ამ ეპარქიის მსაჯული და არა მარტო მღვდელმთავარი, ღვთივ დადგენილი, მოციქულთა მემკვიდრეობის მადლით…ეს ადამიანი დაბარებული იქნა, წაუყენდა ბრალი, ეს ყოველივე მოსმენილი იქნა და მე, როგორც ეპარქიის მწყემსმა და მსაჯულმა, გამოვიტანე განაჩენი, რომ ის არის გამყიდველი, ვითარცა იუდა და გამცემი, რომელიც ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას. ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში. ეს კაცი მაღალჩინოსანია და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან გაჰქონდა, თუმცა მე არაფერი დასამალი არ მაქვს… 1 წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ან საჭმელში უნდა ჩაუყარო საწამლავი, ან მოგცემთ , მოუსვამ ხელზე და 1 საათში ის აღარ იქნება.ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა, თავისი დაცვიანად აქედან კუდამოძუებული გაიქცა. რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, მე მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია. ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები. ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება მას არ გაემიჯნება, მაშინ ჩემთვის კიდევ ბევრი რაღაც ცხადი გახდება“, - განაცხადა ეპისკოპოსმა.

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს

იტალიაში მოქალაქეობის მინიჭების წესების შემსუბუქებისა და დასაქმებულთა უფლებების  შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ხმის მიცემა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელს, რომელიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდანაა და არ ჰყავს იტალიის მოქალაქე ოჯახის წევრი, იტალიის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა ამ ქვეყანაში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ შეუძლია. რეფერენდუმზე წარმოდგენილი ინიციატივა ამ ვადის ხუთ წლამდე შემცირებას ითვალისწინებს, როგორც ეს საფრანგეთსა და გერმანიაშია. ინიციატივის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამ რეფორმით, რომელსაც მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტია“ უჭერს მხარს, შეიძლება, ისარგებლოს 2,5 მილიონმა ადამიანმა. პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი  და მისი ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმები“ აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. მელონის განცხადებით, იტალიაში ამჟამად მოქმედი სისტემა არის შესანიშნავი და ერთ-ერთი ყველაზე ღია იმის გათვალისწინებით, რომ იტალია მოწინავე ევროპულ ქვეყნებს შორისაა მოქალაქეობის მინიჭების ყოველწლიური მაჩვენებლით. ევროკავშირის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს იტალიის მოქალაქეობა 213 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ეს მთელი ევროკავშირის მაჩვენებლის მეხუთედია. აქედან დაახლოებით 30 ათასი არგენტინელი იყო, რომლებსაც იტალიელი წინაპრები ჰყავდათ. ჯორჯია მელონი და მისი კოალიციური პარტნიორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადონ. რეფერენდუმი შემდგარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა  50%-ზე მეტი. ინიციატივის მხარდაჭერის შემთხვევაშიც კი რეფორმა არ შეცვლის მიგრაციული კანონს, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტ ბავშვებს, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ, იტალიის მოქალაქეობის მიღების უფლება 18 წლამდე არ აქვთ. იტალიის კონსტიტუციით, რეფერენდუმი იმართება, თუ ამ საკითხზე პეტიციამ 500 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა. ამჟამად რეფერენდუმზე, მოქალაქეობის გარდა, კიდევ ოთხი საკითხია დასაქმებულთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის ერთ-ერთი ართულებს სამსახურიდან გარკვეული კატეგორიის დასაქმებულების გათავისუფლებას, ერთი კი ითვალისწინებს კომპენსაციის გაზრდას მცირე ბიზნესების მიერ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ, ცუდი არაფერია, თუმცა, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე...

ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბარციცმა.მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ბარციცმა.

მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.„დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი? – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე გაწეული სამუშაოსთვის შეაქო, კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არაკომპეტენტურები იყვნენ და ამოცანებს თავი ვერ გაართვეს.ტრამპმა ასევე დემონსტრაციებში მონაწილეებზე ისაუბრა, მათ რადიკალები უწოდა, აღნიშნა, რომ ხშირად ისინი თანხის სანაცვლოდ მოქმედებდნენ და ახალი აკრძალვაც დააანონსა.„რადიკალი მემარცხენეების პროტესტებს, რომლებიც ხშირად დაფინანსებული პროვოკატორების მიერ არის წამოწყებული, არ მოვითმენთ. ამასთან, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?“ - წერს ტრამპი.აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი ორი დღეა გრძელდებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

ბოლო სიახლეები