კვირა, ივნისი 8, 2025

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო და ფოტოც გადაიღო.

მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში მეორედ დაიცვა. პირველად მან ეს იანვარში უმარ ნურმაგომედოვის ძლევის შემდეგ გააკეთა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენტ პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.

ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – როდესაც მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ, ცუდი არაფერია, თუმცა, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე...

ბოლო დროს საქართველოდან სრულიად ახალ რიტორიკას ვისმენთ, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.„როდესაც მაღალი თანამდებობის პირები, მაგალითად მინისტრები, აცხადებენ, რომ მზად არიან ბოდიში მოიხადონ, მოინანიონ და მეზობელ ქვეყნებთან, აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობები გააუმჯობესონ, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. თუმცა, იმისთვის, რომ ეს ცარიელ განცხადებებად არ დარჩეს, საჭიროა რეალურ ნაბიჯებზე გადავიდეთ. მაგალითად, ასეთი ნაბიჯი შეიძლება სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმება იყოს. ეს არის პრაქტიკული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა ბარციცმა.მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს, თუმცა მოლაპარაკებების სხვა ქვეყენაში გადატანაც განიხილება.„ჩვენ რუსი კოლეგების მხარდაჭერით ჟენევის ფორმატში მონაწილეობას გავაგრძელებთ. ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ჩვენი თვალსაზრისის გამოხატვა და გარკვეული ქმედებების მოთხოვნა შეგვიძლია. ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, საჭიროა და დღეს ერთადერთია. ჟენევის ფორმატი მნიშვნელოვანია, მაგრამ შვეიცარიის მიდგომა ხშირად ცალმხრივი და მიკერძოებულია. შესაძლებელია, ისეთ ქვეყანაში გადავიტანოთ, რომელიც ობიექტური იქნება“, - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა.ბარციცის განცხადებით, მომავალში ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი სახელმწიფოებიც „აღიარებენ“.„აღიარებები იქნება. რუსი კოლეგების დახმარებით ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. გვჯერა, რომ დრო ჩვენს მხარეს არის. ჩვენ სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებიდან სიგნალებს ვიღებთ, რომ ჩვენთან დიალოგის ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ბარციცმა.

მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყარო სულთმოფენობას აღნიშნავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.„დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება - მართლმადიდებელი ქრისტიანები სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავენ.სახარებისეული რწმენით, ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის, ქრისტეს ეკლესიის დაბადების ნიშანი იყო.რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი? – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში ორი დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობას საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social გამოეხმაურა. მან ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები ადგილზე გაწეული სამუშაოსთვის შეაქო, კალიფორნიის გუბერნატორი და ლოს-ანჯელესის მერი კი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი არაკომპეტენტურები იყვნენ და ამოცანებს თავი ვერ გაართვეს.ტრამპმა ასევე დემონსტრაციებში მონაწილეებზე ისაუბრა, მათ რადიკალები უწოდა, აღნიშნა, რომ ხშირად ისინი თანხის სანაცვლოდ მოქმედებდნენ და ახალი აკრძალვაც დააანონსა.„რადიკალი მემარცხენეების პროტესტებს, რომლებიც ხშირად დაფინანსებული პროვოკატორების მიერ არის წამოწყებული, არ მოვითმენთ. ამასთან, ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აიკრძალება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ?“ - წერს ტრამპი.აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) რეიდების წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი ორი დღეა გრძელდებოდა. ამის გამო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შტატში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.

მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ! – მერაბ დვალიშვილი

მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ.მან მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, გუნდს და UFC-ის პრეზიდენტს.„ახლა კარგი მომენტია, პრეზიდენტი ტრამპი გვესწრება. მადლობა დანა უაითს (UFC-ის პრეზიდენტი), რადგან მან საშუალება მომცა, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდეს. მე მსოფლიო ჩემპიონი ვარ. მიხარია, რომ შემიძლია, ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო ვიყო. მთავარია, მიზანი გქონდეს და შენი თავის გჯეროდეს, ყველაფერი შესაძლებელია.ჩემთვის მთავარი ვარჯიშია, ყოველდღე ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და ასე გაგრძელებას ვაპირებ. ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი. მას ვაჩვენე, რომ არსენალში უამრავი ტექნიკა მაქვს.მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს. ჩემი ქვეყანა მოტივაციას მაძლევს, საქართველო, მიყვარხარ“, - განაცხადა დვალიშვილმა.მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო'მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილი – ორკვირიან შესვენებას ვიღებ, საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩავალ, შემდეგ კი დავბრუნდები, რათა ილია თოფურიას დავეხმარო

მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ს ჩემპიონია. ნიუ ჯერსიში გამართული UFC 316-ის ფარგლებში ქართველმა მებრძოლმა შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.ბრძოლის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დვალიშვილმა განაცხადა, რომ ორკვირიან შესვენებას იღებს, შემდეგ კი აშშ-ში დაბრუნდება და ილია თოფურიას დაეხმარება, რომელსაც 29 ივნისს მსუბუქი წონის (70 კგ) საჩემპიონო ბრძოლა ელის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირასთან.„ორკვირიან შესვენებას ვიღებ. ჯერ საქართველოში მივდივარ ერთი კვირით მეგობრებთან ერთად. იქ კარგი ადგილებით და საკვებით ვისიამოვნებთ, შემდეგ კი ერთი კვირით აზერბაიჯანში ვიქნები.ორ კვირაში დავბრუნდები და ილია თოფურიას ბრძოლისთვის მზადებაში დავეხმარები. ამის შემდეგ, UFC-ს შეუძლია, დამირეკოს და ბრძოლა ჩამინიშნოს“, – განაცხადა დვალიშვილმა.მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-13 იყო. ამ მაჩვენებლით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჯორჯ სენ-პიერს, მაქს ჰოლოუეისა და ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა. მათზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა (15) და ანდერსონ სილვას (16) აქვთ მოგებული.ბოლოს ქართველი მებრძოლი 2018 წელს დამარცხდა, მას შემდეგ კი სუპერსმუბუქი წონის ქამრისკენ მიმავალ გზაზე UFC-ს ოთხ ყოფილ ჩემპიონს სძლია.

ბოლო სიახლეები