ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025

მეოთხე დაბადების დღე დგება უშენოდ, ბუძა-ბიძინა გუჯაბიძე 68 წლის გახდებოდა

,,ამ 24 თებერვალს მეოთხე დაბადების დღე დგება უშენოდ, ბუძა… მე და შენი მეგობრები მოვალთ შენს საფლავთან და ისევ ისე გელაპარაკებით, როგორც მაშინ, როცა შენ სიტყვაძუნწად, მაგრამ უკიდეგანო სიყვარულით გვეპასუხებოდი ხოლმე… სახლშიც რომ ვიკრიბებით, არ გგლოვობთ, ვხუმრობთ, გიხსენებთ, გესაუბრებით, გეფერებით… ეს ალბათ იმიტომ, რომ, მიუხედავად რთული ცხოვრებისა, იმედდაკარგული და ფრთებდაშვებული არავის გვინახიხარ, მუდამ ჭაბუკური ენერგიით ეგებებოდი ყოველ დილას და ჯიუტად გჯეროდა, რომ შენც კარგად იქნებოდი, შენი ხალხიც და შენი ქვეყანაც..,. შენი თავისა და ოჯახისთვის საერთოდ არ გიცხოვრია, კაცმა რომ თქვას და ამას შეჩვეულები იყვნენ შენი მშობლებიც, დედმამიშვილებიც, მეც… შენ ცხოვრობდი საქართველოსთვის და საქართველოსთან ერთად მის ყოველ კუთხეში, სოფელში, ხალხთან, არასდროს გელეოდა ენერგია და ქართულ სამყაროსთან სიახლოვის სურვილი… სიკვდილი იმდენად უცნაური და მოულოდნელი იყო, აქამდე ვერ მოვედი გონს… არც გამიწყვეტია შენთან კავშირი, სულ გეძახი, გესაუბრები, გიხმობ… დაბადების დღეს გილოცავ, მარად ჭაბუკო, დაუღლელო და შეუდრეკელო მეამბოხევ ❤ მიყვარხარ, მენატრები და გეტყვი, რომ გამიადვილე გზები ზეცისკენ… ახლა საფლავიც მონიშნული მაქვს და ზეცაშიც შენ მყავხარ… იმედია, იქაც ისე ხელიხელჩაკიდებულებმა უნდა ვიაროთ, როგორც აქ… გურიის მთებზე ნისლია ახლა, წვიმა და ნისლია დაობლებულ სულშიც… მზე მაშინ იყო, შენთან ერთად, ჩემო მზესავით თბილო მეგობარო ❤

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გურამ მაჭარაშვილი – ეუთო/ოდირ-ს თავს დაესხნენ, როგორ დაწერა ის რეალობა, რაც საქართველოში არჩევნებზე მოხდა, მათი დასკვნა არ აინტერესებდათ, ბიბლია არ არისო, ახლა გახდა საჭირო...

ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, –  ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია.„ვისაც უნდოდა, რეალობა დაენახა, დაინახა და თქვა, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა. არაფერს ვამბობ ეუთო/ოდირ-ზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, როგორ თუ რეალობა დაწერა, რაც საქართველოში მოხდა. ამბობდნენ, რომ ეუთო-ს დასკვნა არ აინტერესებთ, რადგან ბიბლია არ არის. რატომღაც ახლა ეუთო საჭირო ორგანიზაცია გახდა. ე.წ. კრიტიკა, რომელსაც ევროპარლამენტარებს ალაპარაკებენ, ფასიან განცხადებებს რომ აკეთებინებენ, ეს უკვე არაფერს ეფუძნება. ევროპაში ამ სიყალბის მათივე საზოგადოებას არ სჯერა, რადგან ხელისგულზე დევს, სად როგორი არჩევნები ტარდება და ყველამ იცის, სად რა განწყობებია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“მანქანა გზიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა…” – 28 წლის ფორვარდის ტრაგიკულად დაღუპვის დეტალები

28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა „ლივერპულის“ ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა.უცხოური მედიის ცნობით, პორტუგალიის ნაკრების და „ლივერპულის" ფეხბურთელი, ესპანეთში, სამორას პროვინციაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციითვე, მანქანაში იჯდა მისი 26 წლის ძმაც. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ისიც ემსხვერპლაფეხბურთელი სულ რაღაც 10 დღის წინ დაქორწინდა, რუტე კარდოსოზე. ქორწილი 22 ივნისს შედგა. ფოტოებზე წყვილი სამ შვილთან ერთად იყო გამოსახული.ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წლის სექტემბერში შეუერთდა.

ირაკლი ფავლენიშვილი – ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ ბედავენ და აქეთ გვეუბნებიან

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ეს პოლიტპატიმრობა არ არის იმუნიტეტი მისი პოლიტიკური ძალისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურის მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.ფავლენიშვილის თქმით, ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ.„პოლიტიკური ძალა როდესაც ბრძოლაში კი არ შედის, არამედ ბრძოლიდან გამოდის და სურს, მოახდინოს რეჟიმის ნორმალიზება, მათ შორის საერთაშორისო წნეხის შემსუბუქება, ამ შემთხვევაში, ეს ძალა მიიღებს შესაბამის რეაქციას და შესაბამის პასუხს, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ეს თავდასხმა არ გახლავთ, უბრალოდ ფაქტის კოსტანტაციაა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩუმად ვიქნებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ ბრძოლას და პროტესტს გამოეთიშებიან.ფოკუსი გასასწორებელი აქვთ იმ ძალებს, რომლებიც არჩეულ კურსს ღალატობენ, ე.წ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებენ, უარს აღარ ამბობენ არჩევნებზე. პირიქით. ჩვენ უნდა მოვუწოდებდეთ მათ, რომ ფოკუსი გაასწორონ, მაგრამ, საერთო ჯამში, პირიქით ხდება და ბედავენ, რომ აქეთ გვეუბნებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წერილი გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა ყველას, „გავაერთიანოთ ძალები, წინ ახალი არჩევნები გველოდება და იქამდე ბრძოლით მისვლაა საჭირო და არა ბოიკოტით“.

თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც ფშაველი-აბანო-ომალოს მიმართულებით ხევის მონაკვეთზე მეწყერია ჩამოსული.ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული, თუმცა გზის გაწმენდას ამ ეტაპზე ძლიერი წვიმა აფერხეს.ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა ამინდზეა დამოკიდებული. სტიქიის დროს არავინ დაშავებულა.ცნობისთვის, თუშეთისკენ მიმავალი გზა, სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაახლოებით ერთი თვეა გაიხსნა.

ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვე და ქო­რე­ოგ­რა­ფი თე­ო­ნა მუ­სე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მძი­მე სენს ებ­რძო­და გარ­და­იც­ვა­ლა

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, რომ გარდაიცვალა მოცეკვავე, თეონა მუსელიანი.,,ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ ქართველ ქორეოგრაფთა და მოცეკვავეთა დიდ ოჯახს გამოაკლდა ახალგაზრდა შემოქმედი - თეონა მუსელიანი",-წერია განცხადებაში.ახალგაზრდა ქალი მძიმე სენს ემსხვერპლა.

ბოლო სიახლეები