აშშ-ის პირველი ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლში საგანგებო განცხადება გააკეთა და კატეგორიულად უარყო კავშირი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებულ ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინთან.
მისი თქმით, არაფერი იცოდა გარდაცვლილი ფინანსისტის დანაშაულების შესახებ. მელანია ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ტყუილები, რომლებიც მას „სამარცხვინო ჯეფრი ეპშტეინთან აკავშირებენ“.
„მე არასოდეს ვყოფილვარ ეპშტეინის მეგობარი. დონალდიც და მეც ზოგჯერ ერთსა და იმავე წვეულებებზე ვიყავით მიწვეულნი, რადგან ნიუ-იორკსა და პალმ-ბიჩში სოციალური წრეების გადაკვეთა ჩვეულებრივი მოვლენაა. გასაგებად ვამბობ: მე არასოდეს მქონია ურთიერთობა ეპშტეინთან ან მის თანამზრახველთან, მაქსველთან“, – განაცხადა პირველმა ლედიმ.
მელანია ტრამპმა კონგრესს მოუწოდა, უზრუნველყოს პლატფორმა, სადაც ეპშტეინის მიერ დაზარალებულ ქალებს ექნებათ შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება კაპიტოლიუმში.
„მე მოვუწოდებ კონგრესს, უზრუნველყოს ეპშტეინის მიერ დაზარალებული ქალებისთვის საჯარო მოსმენა, რომელიც სპეციალურად მსხვერპლებზე იქნება ორიენტირებული; მიეცეს ამ მსხვერპლებს შესაძლებლობა, მისცენ ჩვენება ფიცის ქვეშ კონგრესის წინაშე,“ – განაცხადა მელანია ტრამპმა.
„თითოეულ ქალს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თუ თავად სურს, საჯაროდ მოჰყვეს თავისი ისტორია, ხოლო მათი ჩვენებები უნდა შევიდეს კონგრესის ოფიციალურ ჩანაწერებში“, – აღნიშნა პირველმა ლედიმ.

