მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტების, ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, გიორგი გახარიას მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალადობას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების, მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გახარიას მიმართ. ეს არის „ქართული ოცნების“ რეპრესიული ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს“, – წერს მეთიუ მილერი.