აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი სამშაბათს ისრაელში ჩავლენ. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა.
მათივე ცნობით, ვიზიტი ისრაელსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ფონზე დაიგეგმა, რადგან გუშინ ირანის ნავთობის ობიექტებზე ისრაელის მიერ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით მოკავშირეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ.
ამერიკელმა უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა Channel 12-ს განუცხადა, რომ ისრაელმა ვაშინგტონს წინასწარ აცნობა ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გეგმების შესახებ, მაგრამ არ მიუთითა, რომ დარტყმები ასეთი მასშტაბური იქნებოდა.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი იდეა იყო“, – თქვა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროები ძირითადად სიმბოლურ დარტყმას ელოდნენ და გაკვირვებულები იყვნენ ოპერაციის მასშტაბებით.

