აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ომის შეწყვეტა მის გამო სურს.
როგორც „სიენენი“ წერს, ტრამპმა ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს განუცხადა, რა დროსაც მიკროფონი ჩართული იყო.
„ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება. ვფიქრობ, მას სურს გარიგების დადება ჩემთვის, გესმის? რამდენადაც გიჟურად არ უნდა ჟღერდეს“, – უთხრა ტრამპმა მაკრონს.