ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.
ისრაელის მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა კიევში უკვე გადაგზავნილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას.
უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა ინფორმაცია დაადასტურა.
მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო სატელეფონო საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ ეს მომავალ კვირის დასაწყისში მოხდება.
მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა ისრაელისთვის დრონების სფეროში მხარდაჭერის გამო.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას სთხოვა გაეზიარებინა გამოცდილება ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების გაუვნებელყოფის საკითხში.

