მედია: კომპანია Meta დონალდ ტრამპს ანგარიშების დაბლოკვისთვის კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაუხდის.
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ კომპანია Meta-მ გაყინა დონალდ ტრამპის ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე. მაშინ კომპანიაში მიიჩნიეს, რომ პოლიტიკოსის პოსტებმა შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს.
ცნობილია, რომ კომპენსაციიდან 3 მილიონი დოლარი იურიდიულ ხარჯებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 22 მილიონი გადაეცემა ტრამპის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფონდს.