ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის ქვეყანას არ აქვს ბირთვული იარაღის ინტერესი, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას ბირთვული ტექნოლოგიები სჭირდება ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვაში, მრეწველობაში და ისინი არ აპირებენ ამ მიღწევაზე უარის თქმას.
ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი არ შეწყვეტენ ძალისხმევას მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება. ჩვენ არ გვაქვს ბირთვული იარაღის ინტერესი. ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ ჩვენ ბირთვული იარაღი და მასობრივი განადგურება გვსურს, თქვენ ხართ ის, ვინც აშინებთ მუსლიმებს ბირთვული იარაღით და მასობრივი განადგურებით რეგიონში. ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე. მათ ამაზე შეუძლიათ მხოლოდ იოცნებონ. ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, მუსლიმებსა და ისლამურ ქვეყნებს ცოდნის, მეცნიერებისა და შემოქმედების უფლებები შეუზღუდონ მუქარით ან მოტყუებით. არცერთი შეგნებული და თავისუფალი ადამიანი არ შეეგუება მკვლელობებს, ძარცვას და ხოცვა-ჟლეტას, რომელსაც ისრაელი ახორციელებს რეგიონში შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.