ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მედიაციის მცდელობები, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანი რეგიონში მდგრადი მშვიდობის მომხრეა, თუმცა უყოყმანოდ დაიცავს ერის ღირსებასა და სუვერენიტეტს.
„მედიაციის პროცესი უნდა ეხებოდეს მათ, ვინც ირანელი ხალხი არასაკმარისად შეაფასა და ეს კონფლიქტი გამოიწვია“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

