სამშაბათი, მარტი 4, 2025

მარხვის დაწყებისთანავე ისევ აქტუალური ხდება კითხვა: უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა

რა ასაკიდან უნდა შეინახონ ბავშვებმა მარხვა, როდის უნდა თქვან აღსარება, როგორ უნდა მოემზადონ ისინი ზიარებისთვის. ამის შესახებ საუბრობს დეკანოზი საბა (ბიგაშვილი).

– მარხვა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უფალმა დაგვიდო მცნებად და, რაც მთავარია, ადამიანი მარხვით განიწმიდება ცოდვებისგან. მარხვა არის იარაღი, რომელსაც ცოდვებთან, ვნებებთან საბრძოლველად ვიყენებთ. როგორც სულიერი მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერი წვრთნაა ადამიანისთვის, რათა მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები. ადამიანისთვის აუცილებელია, დაიცვას ზნეობრივი წესები, ათი მცნება, რჯული, მარხვა, აკეთოს სათნო საქმეები და ეს აუცილებლად მიიყვანს მას უფალთან. თუმცა, მთავარი ქვაკუთხედი ქრისტიანისთვის არის სიყვარული და მარხვაც სიყვარულითა და სინანულით უნდა იყოს აღსრულებული. ადამიანი, შეიძლება, მარხულობდეს, უარს ამბობდეს სხვადასხვა კერძზე, მაგრამ მისი სულიერება ამ ყველაფრისგან შორს იყოს: უყუროს ისეთ სანახაობებს, რომელთა ყურება არ შეიძლება, იაროს გასართობ საღამოებზე, ჩაიძიროს თავის ფიქრებში, ბოროტ, ბილწ გულისთქმაში… როდესაც ადამიანი ინახავს მარხვას, ის ამით ნებისყოფას გამოიმუშავებს და რაღაცაზე უარის თქმას სწავლობს. მართალია, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რაც გულით უნდა, რაზეც მიჯაჭვული იყო, მაგრამ ეს მისთვის სულიერი ვარჯიშია, ამ დროს ის იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და ეს მას ყველა სურვილზე, გრძნობებსა და მიდრეკილებებზე მაღლა აყენებს. ის არა მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობს, გონების ძალებსაც ავლენს და ამით თოკავს საკუთარ თავს, უარს ამბობს გარკვეულ სიამოვნებებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანისთვის შეიქმნა მუცელი და არა ადამიანი შეიქმნა მუცლისთვის და ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ასეთ დროს ადამიანი ნელ-ნელა ხდება ქრისტიანი.

– მამაო, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა?

– ყველა წმიდა მამა, გამოცდილი მოძღვარი, წმიდანი და საეკლესიო პრაქტიკა ერთ რამეს გვასწავლის: ბავშვებთან მიმართებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ზიარება, იმის აღსრულება, რაც ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათთვის ამ ყველაფრის არმოთხოვნაც არ გვეპატიება, რადგან შემდეგში ამას თავად უფალი მოგვკითხავს. უფალი ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავს არ აბარებს – როდესაც გვყავს ოჯახი, შვილები, ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, შვილების, ოჯახის წევრების ქცევასა და, ცხოვრებაზეც ვაგებთ პასუხს და ჩვენი მხრიდან გულგრილობა არ იქნება სწორი. მათდამი უსიყვარულობა და გულგრილობაა, როდესაც ყრმობიდანვე არ ჩავუნერგავთ მათ უფლის შიშს, სიყვარულს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს არა ძალდატანებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე. ჩვენ თუ ვიქნებით სამაგალითო მშობლები, ბავშვები ამას დაინახავენ და შეითვისებენ. თუმცა, შეიძლება, ბავშვს მცირედი დოზით ვაიძულოთ, შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას, უფლის მცნებების აღსრულებას, ოღონდ, ზედმეტად არ უნდა მოვთხოვოთ ის, რისი აღსრულებაც არ შეუძლია და არ უნდა დავაბრკოლოთ, არ უნდა ავკიდოთ ის ტვირთი, რომელსაც ვერ ზიდავს, რადგან ამით, შეიძლება, მას ბავშვობიდან დავუკარგოთ უფლის შიში და სიყვარული, ანუ, ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ, ზომიერად, პირადი დაკვირვებით, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მშობლები აძალებენ. მის მოქმედებას სულიერი მდგომარეობა, იმის გაცნობიერება უნდა ახლდეს, თუ რატომ და რისთვის იქცევა ასე. თუ ჩვენ ბავშვს ძალას დავატანთ, ილოცოს და იმარხულოს, ის ამას ჩვენ გამო შეასრულებს, მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი ამას აღარ გააკეთებს, ან, გააკეთებს ზერელედ და ამით საკუთარ თავს ვნებს. როდესაც გაიზრდება და არჩევნის საშუალება ექნება, შეიძლება, მან ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს, რადგან მანამდე ყველაფერი ძალდატანებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამით მას უფლის მცნებების მიმართ, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ჩამოუყალიბდეს.

რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა, ამაზე კონკრეტული სწავლება კანონის სახით არ არსებობს. თუმცა, არსებობს წმიდა მამების სწავლება იმის შესახებ, თუ რამდენი წლიდან უნდა ჩააბაროს ბავშვმა აღსარება. 2-3-4, თუნდაც, 6 წლის ბავშვს მარხვის დაცვა არ ევალება. არსებობს წმიდა მამის, ტიმოთე ალექსანდრიელის 68 კანონი, სადაც წერია, რომ ბავშვს ეკლესიური ცხოვრება მოეთხოვება და ის უფლისგან განიკითხება სულიერი მოწიფულობის მიხედვით. ბავშვი თუ არის 8-10 წლის და ის მოწიფულია რელიგიურად და შემეცნების, აღქმის უნარი გააჩნია, შეუძლია, აღსარება ჩააბაროს. 2, 3, თუნდაც 5 წლის ბავშვმა როგორ უნდა გააცნობიეროს სინანულის საიდუმლო, რომლის გაცნობიერება ჩვენც კი გვიჭირს და ხშირად სწორად ვერ ვიგებთ მის სწორ არსს?! ამიტომ, როგორ უნდა მოვთხოვოთ 3-4 წლის ბავშვს აღსარების თქმა, რომელიც თავის მხრივ უმწიკვლო, უბიწოა, არ არის ცოდვით შესრულებული?! ეს იქნება მიუღებელი და ბავშვს ამ ყველაფრისადმი არასწორი მიდგომა ჩამოუყალიბდება. თუმცა, 8-10 წლიდან ბავშვი უნდა შეეჩვიოს აღსარების თქმას, მარხვის დაცვას, მაგრამ ეს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და, შესაბამისად, მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს. მან იმ შემთხვევაში უნდა იმარხულოს, თუ ეს მის ძალებს არ აღემატება, უნდა იმარხულოს, მაგრამ, არა ისე, როგორც მისი მშობლები მარხულობენ – შეიძლება, დიდმარხვაში მხოლოდ ოთხშაბათი-პარასკევი დაიცვას, ან, ის მძიმე დღეები, რომელიც უფლის ჯვარცმას, გაცემას უკავშირდება. მაგრამ, თუ მას აქვს სურვილი, ამ მიმართულებით უფრო მეტი გააკეთოს, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ კურთხევა, თუმცა, ეს მოძღვრისა და მშობლების მიერ მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ ბავშვს ზედმეტი არ მოუვიდეს და საკუთარ თავზე დიდი ტვირთი არ აიღოს.

– მამაო, აუცილებელია თუ არა ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების ხშირად ზიარება?

– იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვი აზიაროს, გარკვეული ასაკი არ არის საჭირო. მაგრამ, ბავშვები, მით უმეტეს ჩვილები, ახლად დაბადებულები, რაც უფრო ხშირად ეზიარებიან, უკეთესია. მშობელს შეუძლია, ყველა დღესასწაულზე, კვირას, ასევე სადაგ დღეებში მიიყვანოს ბავშვი და აზიაროს, ამაზე კარგი არაფერია. კვირა დღეს და დღესასწაულებზე ბევრი ადამიანი დადის წირვაზე. როდესაც ეკლესიაში ბავშვებს აზიარებენ, მშობლებს ისინი გარეთ აღარ გაჰყავთ, ტირიან და მრევლს ხელი ეშლება, მოისმინოს მოძღვრის ქადაგება. ამიტომ, ჯობია, ისინი სადაგ დღეებში წაიყვანონ ეკლესიებში და აზიარონ. როდესაც ბავშვი ხშირად ეზიარება, ის უფლის მადლს ხშირად იღებს, ეჩვევა ამ უდიდეს საიდუმლოში მონაწილეობას და, თუ ეს ყველაფერი იქნება გაკონტროლებული, ზომიერებაში გადატანილი, ის წარმატებული ქრისტიანი გაიზრდება.

– ზიარების დროს აუცილებელია, ადამიანი უზმოზე იყოს. ამის დაცვა თუ სჭირდებათ ბავშვებს? რა თქმა უნდა, ჩვილებს არ ვგულისხმობ.

– ეს უფრო ზეპირი გადმოცემა, საეკლესიო პრაქტიკაა. საერთოდ, დილით, როდესაც ადამიანი გაიღვიძებს და ადგება, სანამ საკვებს მიიღებს, უნდა ილოცოს, მადლობა უნდა გადაუხადოს უფალს, რომ ღამე მშვიდად გაატარა. თანაც, დამძიმებული კუჭით ადამიანი ისე ვერ ილოცებს, როგორც საჭიროა. ამიტომ, თუ ჩვენ მოგვეთხოვება, რომ საზიარებლად ეკლესიაში უზმოზე მოვიდეთ, ეს მოეთხოვებათ ბავშვებსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში ასაკი გამოყოფილია – 1-2-3 წლის ბავშვებს ამას ვერ მოვთხოვთ, შეიძლება, მათ მიიღონ საკვები და მერე ვაზიაროთ. ან, თუ უფრო მოზრდილ ბავშვს გადასცეს უნებლიეთ წყალი, ამის გამო მას არ დავსჯით უზიარებლობით. ხოლო, რაც შეეხება 8-9-10-12 წლის ბავშვებს, მათ უკვე მოეთხოვებათ, წირვაზე მოვიდნენ უზმოზე და ისე ეზიარონ, რადგან ამ საკითხის გაუბრალოება არ შეიძლება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო, ობამას დროს მიიღეს ყირიმი, ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს, ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება, მე რომ...

ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ უკრაინის ხალხს ასევე სურს გარიგების დადება, რადგან ისინი დაიტანჯნენ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერი.„მაგრამ თუ დაფიქრდებით, პრეზიდენტ ბუშის დროს მათ მიიღეს საქართველო, არა? რუსეთმა მიიღო საქართველო; პრეზიდენტ ობამას დროს მათ მიიღეს კარგი, დიდი წყალქვეშა ნავების ბაზა. მიწის დიდი ნაჭერი, სადაც მათ ჰყავთ თავიანთი წყალქვეშა ნავები. იცით ეს, არა? ყირიმი; პრეზიდენტ ტრამპის დროს მათ ვერაფერი მიიღეს; პრეზიდენტ ბაიდენის დროს სცადეს მთელი რაღაცის მიღება. მათ სცადეს მთელი უკრაინის მიღება. მე რომ აქ არ მოვსულიყავი, ისინი მიიღებდნენ მთელ რაღაცას. ასე რომ, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ბუშს, ობამასა და ბაიდენს. მათ ბევრი წაიღეს. ერთადერთი, რაც მათ არ მიუღიათ, იცით, რა მივეცი მათ? მე მივეცი მათ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. აი, რა მივეცი მათ. მე მივეცი მათ სანქციები რუსეთის მიმართ. მე მივეცი მათ „ჯაველინები““, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

📽️„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი…“ – იაგო ხვიჩია

„ევროპა შინაარსობრივად გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლება წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი, არის მთავრობის გადასაწყვეტი...“-  ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ამერიკისთვის, პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. ევროპა გახდა სოციალისტური, შინაარსობრივად, ევროპა გახდა კომუნისტური, სადაც ადამიანის თავისუფლებები წამდაუწუმ იკარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი, რეგულირებები, ბიუროკრატია, გადასახადები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით... ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი, რომლისთვისაც ეს კომუნისტები, ყველაზე ჩათლ*** კომუნისტები, რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ, რომ კომუნისტები ვართო, როგორც ჩვენთან არიან ჩათლ*** კომუნისტები ოპოზიციაში, 4, 5, 9, 25 და ენჯეოს სექტორი, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან. ტრამპისთვის ეს ხალხი, მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში, არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა იმიტომ, რომ ესენი არიან ვირუსი, რომლებიც შეძვრნენ ამერიკაში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის მიერ კახა კალაძესთვის “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევაზე-იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? ან, მიუხედავად უამრავი მცდელობების...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომ უკრაინამ კახა კალაძეს “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდება ჩამოართვა და აღნიშნავს, რომ “მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი”.“ძალიან მდაბიოდ და სამარცხვინოდ გამოიყურებიან ის უკრაინელები, რომლებიც თავიანთი დაქცეულ-დანგრეული ქვეყნისა და ომის გამგრძელებელი პრეზიდენტის ზელენსკის ფონზე, ფიქრობენ სულ სხვა მიმართულებით მოიქნიონ ჰაერში მუშტი. კახი კალაძეს რა მოტივით „აზარალებ,“ თქვენი სპორტის ოსტატის წოდებას, რომ ჩამოართმევ? იქ რას აპირებთ, ჩემპიონთა ლიგის მოგებულის სტატუსი რომ აქვს? აი, იქ კი რას აპირებთ მიუხედავად უამრავი მცდელობების იმ ქვეყნის დედაქალაქის მერი და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი რომ არის, რომელმაც უკრაინისგან განსხვავებით საქართველოში ომი არ დაუშვა და მშვიდობა აქვს?! იქნებ ჯერ დაფიქრდეთ, მერე თქვათ და აკეთოთ უგუნურობები.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 80 მიწისძვრა მოხდა  3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის.3 მიწისძვრა 3 მაგნიტუდა და მეტი8 მიწისძვრა 2-დან 3 ქულამდე სიმძლავრის69 მიწისძვრა 2-ზე ნაკლები მაგნიტუდით

გია აბაშიძე: ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას “უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება” ჩამოართვა – კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია

სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, დედაქალაქის მერ კახა კალაძისთვის უკრაინის მიერ “უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის” წოდების ჩამორთმევას.მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება წარმავალი ზელენსკის უბადრუკმა აქტორებმა მიიღეს. “სასოწარკვეთილი ზელენსკის ხროვამ ვითომ კახა კალაძეზე იძია შური და მას "უკრაინის საერთაშორისო ოსტატის წოდება" ჩამოართვა - კაცს, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში მულტიჩემპიონია. როგორ ძალიან აჟრიალებთ წარმავალი ზელენსკის რეჟიმის უბადრუკ აქტორებს. კალაძე ერთ-ერთი დიდსულოვანი ადამიანია "ქართულ ოცნებაში" და ანდრეი შევჩენკოს მსგავს სულმდაბალ არსებათა ზემინიმანლურ პარაზიტობას როგორმე გადაიტანს.” - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები