თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს ან მთლიანად ევროპას შეუძლია, დაიცვას თავი აშშ-ის გარეშე, მაშინ განაგრძეთ ოცნება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, აშშ-ის გარეშე ევროპას მოუწევს, თავდაცვის ხარჯები 10%-მდე გაზარდოს, საკუთარი ბირთვული შესაძლებლობები შეიძინოს და მილიარდობით ევრო დახარჯოს.
მარკ რუტეს განმარტებით, ევროპას ზუსტად ისევე სჭირდება აშშ, როგორც აშშ-ს ნატო.
„აშშ-ის პრიორიტეტების ცვლილების მიუხედავად, აშშ-ის ტრადიციული ყოფნა ევროპაში ყოველთვის ძალიან ძლიერი იქნება“, – აღნიშნა რუტემ.

