ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს, ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თეთრ სახლში გამართულ კაბინეტის შეხვედრაზე განაცხადა.
„ამ ომს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ის მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს და მსოფლიოში მხოლოდ ერთი ლიდერი არსებობს, რომელსაც შეუძლია ორივე მხარის მაგიდასთან მიყვანა. ეს არის ჩვენი პრეზიდენტი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პრეზიდენტი ტრამპი. საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეხვედრა შესაბამის მხარეებთან იმ იმედით, რომ მივაღწიოთ წინსვლას იმ შედეგის მისაღებად, რომელიც ჩვენ ყველას გვსურს, რომ დავინახოთ და ვფიქრობ, რომ ქვეყანა და მსოფლიო დიდ ვალშია“, – განაცხადა რუბიომ.