სამშაბათი, იანვარი 21, 2025

მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს

მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს. სენატმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით მიიღო.

სენატის დატოვებისას რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს თავს და მისთვის ეს დიდი პატივია.

მარკო რუბიო ტრამპის ადმინისტრაციის პირველი დამტკიცებული წევრია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

Julius Baer-ი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული – გიორგი ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი...

ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე Julius Baer-ის მიერ გიორგი ბაჩალიაშვილის ანგარიშების არ გასაჯაროების საკითხს, რომლის მიმართაც გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, პირველ რიგში სწორედ Julius Baer-ი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. „ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, მათ შორის ოპოზიციის რიგებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული რადიკალური აქციების, ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არეულობების და რიგი რადიკალური ჯგუფების დამფინანსებელი სწორედ გიორგი ბაჩიაშვილია. ახლა უკვე სრულიად ნათელი ხდება, რატომ არ ასაჯაროებს შვეიცარიის ბანკი, Julius Baer - ი გიორგი ბაჩიაშვილის ანგარიშებს, გადარიცხვებს და ზოგადად მის აქტივობებს ამ ბანკში. არადა, საქმე ძალიან მარტივად არის - ბაჩიაშვილის საქმეზე გამოძიება ორ საქმეზე მიმდინარეობს, მათ შორის ერთ საქმეზე ბრალდებულია და ბანკი უბრალოდ ვალდებულია, საგამოძიებო ორგანოებს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია. უფრო მეტიც, პირველ რიგში სწორედ ბანკი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდეს, რათა მას არ ჰქონდეს ურთიერთობა სავარაუდო კრიმინალთან. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი არათუ ეხმარება გამოძიებას, არამედ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რაც ერთადერთი მიზეზით არის განპირობებული - ბაჩიაშვილი არის თბილისში რადიკალური ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი და ამ ამბის გასაჯაროება მათთვის ძალიან პრობლემურია. იმედი მაქვს, ამ საქმესაც მალევე აეხდება ფარდა,“- წერს ქადაგიძე.

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი, მეტ სერიოზულობას ვისურვებდი – ანა ბუჩუკური

მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან კი მეტ სერიოზულობას ვისურვებდი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ თურმე, დონალდ ტრამპის „დიფ სთეიტის“ წარმომადგენელი ყოფილა. „დონალდ ტრამპი არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი, განსხვავებით სამწუხაროდ იმ ე.წ. ხელისუფლებისგან, რომელიც ჩვენ დღეს გვყავს. რაც შეეხება მის გზავნილებს, ახლა დეტალებში არ შევალ, რადგან სხვა სახელმწიფოა, თუმცა საერთაშორისო გზავნილები რაც არის მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, დღევანდელი ე.წ. ხელისუფლება აღმოაჩენს, რომ თურმე ტრამპიც „დიფ სთეითის“ პარტიის წარმომადგენელი ყოფილა. სხვათა შორის, მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ საკმაოდ ხისტი და მკაცრი იყო ტრამპის წინა ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებისადმი. რესპუბლიკურ პარტიას ახასიათებს ბევრად უფრო ხისტი დამოკიდებულება, განსაკუთრებით განვითარებადი დემოკრატიის მიმართ. მამუკა მდინარაძე იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც აღმოაჩენს რომ თურმე ტრამპი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. დაველოდოთ და ვნახოთ, ცოტა ხანში მამუკა მდინარაძის და მისნაირი არარაობების განცხადებებს ტრამპთან დაკავშირებით. ტრამპის ხელისუფლებას, მათ შორის პირველ ჯერზე, ნამდვილად საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესებისთვის არ უღალატია, ამ მოღალატეებისგან განსხვავებით. ძალიან მალე მამუკა მდინარაძე იქნება იმ არარაობათაგან, რომლის პირითაც ივანიშვილი საზოგადოებას ამცნობს და აღმოჩენას გაუზიარებს, რომ თურმე ტრამპი დამარცხდა „დიფ სთეითთან““, – აღნიშნა ბუჩუკურმა. ჟურნალისტმა ბუჩუკურს კითხვა დაუსვა ტრამპის განცხადებაზე: „აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი გენდერი – მამრობითი და მდედრობითი“, რაზეც ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ამ გზავნილს არ შეაფასებდა. „სერიოზულად მეკითხებით ამას? – ამ გზავნილს არ ვაფასებ და რაც შეეხება კონკრეტულად „ოცნების“ წარმომადგენლების მსგავს გზავნილებს, საკუთარ სქესს მიხედონ და ამაზე მეტს უბრალოდ არ ვიტყვი, რადგან უბრალოდ უხერხულია, ვინ ლაპარაკობს ამ ყველაფერზე, ძალიან კარგად იცით რასაც ვგულისხმობ. ჩვენი გუნდის პოზიცია ტრამპთან დაკავშირებით არ შეცვლილა. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, მათ უნდა ჰკითხოთ. ზოგადად არათანმიმდევრულობა სამწუხაროდ პრობლემა არის როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარესაც. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რადგან ეს ადამიანი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია. რაც შეეხება სხვებს, ცოტა უფრო მეტ სერიოზულობას ვისურვებდი ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველო მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა

„გილოცავ, საქართველო. ამ მიღწევას უნდა ვუმადლოდეთ მდგრად ინვესტიციას, ჯანდაცვის მუშაკების, თავდადებულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას პრევენციისკენ, ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ გამკლავებას მალარიის ყველა შემთხვევასთან“ - საქართველოს, მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭება ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლუგემ მიულოცა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის მორიგი აღიარებაა.  მისივე განცხადებით, ეს წარმატება ნიშნავს, რომ საქართველოს შესწევს უნარი, მნიშვნელოვან და სერიოზულ გამოწვევებს გაუმკლავდეს. საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას, ასევე, გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. სილვიუ დომენტეს თქმით, ეს იყო უზარმაზარი ინვესტიცია და დიდი შრომა, მალარიის გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიმართულებით. ქვეყნის ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ, განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა.

ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს

  როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ რაღაც მიზეზების გამო ოჯახის რომელიმე წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ „დაწევა არ შეიძლება, ვინაიდან იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი“. „გვახსოვს რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევები 10-ჯერ მეტი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააქვეითა ვაქცინების მოცვის მაჩვენებელი. თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ. მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან! თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

„ესოშიეთიდ პრესი“ – დონალდ ტრამპმა აშშ-ს საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის შემოწმებამდე მათი 90 დღით შეჩერების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. პროგრამების დროებით შეჩერების მიზანია იმის დადგენა, შეესაბამება თუ არა ისინი მის პოლიტიკურ მიზნებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ შეესაბამება ამერიკის ინტერესებს და ბევრ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ქვეყნის ღირებულებებს“. ასევე აღნიშნულია, რომ სხვა სახელმწიფოებისთვის დახმარება „ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების წინ წაწევით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს, როგორც ამ ქვეყნებში, ისე ამ ქვეყნების სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას“. ამიტომ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატების არცერთი შემდგომი საგარეო დახმარება არ იქნება გაწეული ისეთი გზით, რომელიც სრულად არ იქნება შეთანხმებული ქვეყნის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკასთან“. როგორც სააგენტო იტყობინება, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს მისი მოსმენისას დროს განუცხადა, რომ „თითოეული დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ყველა პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და პოლიტიკა, რომელსაც ვატარებთ, უნდა პასუხობდეს სამ კითხვას: „ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო ძლიერს? ხდის თუ არა ეს ამერიკას უფრო აყვავებულს?“. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტი და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მთავარი უწყებებია, რომლებიც საგარეო დახმარებას ზედამხედველობენ.

ბოლო სიახლეები