პრობლემა, რომელსაც უკრაინა ეჩეხება ის კი არ არის, რომ ფული ეწურებათ, არამედ არის ის, რომ უკრაინელები ეწურებათ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
„ის, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა მიუღებელია. ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა, რომ გვინდა ამ ომის დასრულება“, – აღნიშნა რუბიომ.
როგორც მან აღნიშნა, მას სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინას აქვს ბერკეტები მოლაპარაკებებში, მაგრამ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევს დათმობაზე წასვლა რუსეთთან.