ორშაბათი, მარტი 10, 2025

მარკო რუბიო – ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს

ექვსკვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83 პროცენტს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

„5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი იხარჯებოდა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აზიანებდა კიდეც) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს. კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ პროგრამების დარჩენილი 18%-ის (დაახლოებით 1000 კონტრაქტი) უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება განხორციელდეს. მადლობა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და ჩენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომელმაც მრავალი საათი იმუშავა ამ დიდი ხნის საჭირო და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო.

After a 6 week review we are officially cancelling 83% of the programs at USAID.

The 5200 contracts that are now cancelled spent tens of billions of dollars in ways that did not serve, (and in some cases even harmed), the core national interests of the United States.

In…

— Marco Rubio (@marcorubio) March 10, 2025

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება

1. ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.2. "ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.3. 2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც. აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა ანტინარკოტიკული რეფორმა, რომელიც ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე მიმართულებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.შესაბამისი ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდა. პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.„სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ხუთ წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.

📽️რას ამბობს მამა შალვა კეკელია მკითხაობაზე და ზოდიაქოზე

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია მკითხაობაზე და ზოდიაქოზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საშუალებებს მიმართავს ის, ვინც საკუთარი სარწმუნოების სიღრმეები არ იცის.ვრცლად ↓ 

ბადრი ჯაფარიძე – ანაკლიის კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი, მამუკა ხაზარაძეს არ გადაუხდია, ეს არის მორიგი ტყუილი

მმართველი გუნდი რაზეც საუბრობს, სინამდვილეში არის ის, რომ ანაკლიის კონსორციუმმა გადაიხადა არბიტრაჟის ხარჯი, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ის მალავს, რამდენი ათეულობით ლარი გადაიხადა იურიდიული მომსახურებისთვის, ის თანხა საკმარისი იქნებოდა, რომ გაცემულიყო სახელმწიფო გარანტია და დღეს ანაკლია იქნებოდა მუშა პორტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.ჯაფარიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებას, რომ „იურიდიულად ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე დაეთანხმნენ საერთაშორისო სასამართლოს შეფასებას და იმ მოცემულობას, რომ ანაკლიის პორტი მათივე ბრალეულობით ვერ აშენდა“.„ეს არის მორიგი პროპაგანდისტული ტყუილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის მიერ ხდება ამის ტირაჟირება. ძირეულად ტყუილია ეს ინფორმაცია, რადგან კონსორციუმმა დიდი ხნის წინ დაფარა არბიტრაჟის ხარჯი. არანაირ მამუკა ხაზარაძეს არ გადაუხდია არანაირ ბიუჯეტში. კონსორციუმმა დაფარა არბიტრაჟის ის ხარჯი, რაც დაკისრებული იყო მოსაკრებლის სახით. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ მალავს იმ უზარმაზარ თანხებს, რომელიც მათ გადაიხადეს დავებისთვის იურიდიულ კომპანიებში. შესყიდვების სააგენტოს მხრიდან მარტო სადაო საკითხების განსახილველად იურიდიული კომპანიებისთვის ორი წლის განმავლობაში გადახდილია 123 მილიონი ლარი. მათ შორის „white and case“ იურიდიულ კომპანიას, რომელსაც დავალებული ჰქონდა „ქართული ოცნების“ ინტერესების დაცვა, ხალხის ფულიდან გადაეხადა 70 მლნ ლარი 2024 წელს. ამიტომ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ იხარჯება ქართველი ხალხის ფული. ნაცვლად იმისა, რომ განიავებულიყო იურიდიულ ხარჯებზე, ამ ფულით, გარანტიით, შესაძლებელი იყო, დღეს ანაკლიის პორტი ყოფილიყო სრულად ფუნქციონირებადი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საკონტეინერო გემთან შეჯახების შემდეგ, ნავთობმზიდი ტანკერი აფეთქდა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის – შემთხვევა ბრიტანეთის სანაპიროსთან მოხდა

დიდ ბრიტანეთში, იორკშირის სანაპიროსთან საკონტეინერო გემთან შეჯახების შემდეგ, ნავთობმზიდი ტანკერი აფეთქდა, რაც ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს ქმნის. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი MV Stena Immaculate-ი პორტუგალიის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო ხომალდ MV Solong-ს შეეჯახა, როდესაც ჰამბერის, ესტუარიის სანაპიროსთნ ჩერდებოდა.მედიის ცნობით, შეჯახება დღეს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად წარმოქმნილი მასშტაბური ხანძრის გაკონტროლება მეხანძრეებს უჭირთ.

ბოლო სიახლეები